
მფრინავი რობოტები
გარესამყაროს ფრინველის თვალით დანახვის მსურველთათვის. დღევანდელობაში ყველაზე გავრცელებული დრონი, კვადკოპტერი, ეფექტურია ვერტიკალური აფრენისა და ჰაერში დაკიდებისათვის, მაგრამ ხმაურიანია და ნელა გადაადგილდება
დისტანციური მართვის დრონები ფასდაუდებელი ხელსაწყოებია გარესამყაროს ფრინველის თვალით დანახვის მსურველთათვის. დღევანდელობაში ყველაზე გავრცელებული დრონი, კვადკოპტერი, ეფექტურია ვერტიკალური აფრენისა და ჰაერში დაკიდებისათვის, მაგრამ ხმაურიანია და ნელა გადაადგილდება. მისი ძრავი თვითმფრინავის მსგავს უძრავფრთიან დრონზე ოთხჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს.
ე.წ. ორნითოპტერები, რომლებსაც მოძრავი ფრთები აქვთ, დრონების ორივე ვარიანტის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. აქ ნაჩვენები SmartBird-ი უხმოდ და ეფექტურად დაფრინავს და ვიწრო ადგილებში შეუძლია დაშვება-აფრენა.
დრონების კონსტრუქტორების თქმით, მათი შემდგომი განვითარება ფრინველების მიერ ბუმბულების საშუალებით ფრთების ფორმის ცვლილების გამეორება იქნება.