„მაგადის ტბის მინერალური დანალექები საოცარ სანახაობას ქმნიან – მაქმანისებრი სპირალები, ნიჟარები და ხვეულები. მაგრამ ქარიშხლების დროს ეს ფორმაციები წყლის ქვეშ ქრება შემდეგი ტრანსფორმაციის მოლოდინში“.
კენიის დიდ რიფტულ ხეობაში არსებული ტუტე ტბა სავსეა მიკრობებით, რომლებიც მას წითლად და ვარდისფრად აფერადებენ. მშრალ სეზონზე წყალი ორთქლდება და გახსნილი მინერალები საოცარ ფორმებად კრისტალიზდება.