მისტერ დიდი
ექსპონატები მიუნხენის პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის ბავარიის სახელმწიფო კოლექციაში გამოიფინა და სტრომერიც ცნობილ ადამიანად იქცა


მისტერ დიდი
ექსპონატები მიუნხენის პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის ბავარიის სახელმწიფო კოლექციაში გამოიფინა და სტრომერიც ცნობილ ადამიანად იქცა
1910-1914 წლებში ბავარიელმა არისტოკრატმა ერნსტ ფრაიერ სტრომერ ფონ რაიხენბახმა თავის გუნდთან ერთად ხანგრძლივი ექსპედიციები მოაწყო ეგვიპტურ საჰარაში, მდინარის უძველესი სისტემის აღმოსავლეთ კიდესთან, სადაც კემ-კემი დასავლეთ საზღვარს ქმნის. სტრომერმა დინოზავრების, ნიანგების, კუებისა და თევზების 45 განსხვავებული ტაქსონი აღმოაჩინა. მის მონაპოვართა შორის იყო ახალი დინოზავრის ორი არასრული ჩონჩხი ერთმეტრიანი ყბის ძვლითა და ერთმანეთში შემავალი, კონუსის ფორმის კბილებით. მისი ყველაზე გამორჩეული ნიშანი იყო 1,7-მეტრიანი აფრისებრი წარმონაქმნი ზურგზე, რომელიც განსხვავებული მორჩებით უკავშირდებოდა ხერხემალს. სტრომერმა ცხოველს Spineosaurus aegyptiacus-ი უწოდა.
ექსპონატები მიუნხენის პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის ბავარიის სახელმწიფო კოლექციაში გამოიფინა და სტრომერიც ცნობილ ადამიანად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის გამალებით ცდილობდა თავისი კოლექცია მიუნხენიდან გაეტანა, მაგრამ მუზეუმის დირექტორმა, თავგამოდებულმა ნაცისტმა სტრომერი, როგორც რეჟიმის კრიტიკოსი, აითვალწუნა და თხოვნაზე უარით გაისტუმრა. 1944 წლის აპრილში მუზეუმი მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმამ გაანადგურა. სპინოზავრისგან მხოლოდ საველე ჩანაწერები, ნახატები და სეპიას ტონში გადაღებული ფოტოები დარჩა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.