
მითი და ხალხური მედიცინა ერთმანეთს ორქიდეაში ხვდება
ეს მცენარე ორქიდეის გვარია და ბერძნულად სათესლე ჯირკვალს ნიშნავს
დღის სიტყვა: ორქიზი. ეს მცენარე ორქიდეის გვარია და ბერძნულად სათესლე ჯირკვალს ნიშნავს. ბერძნულ მითოლოგიაში ორქიზი მხეცი იყო, რომელიც რელიგიის მსახურ ქალს თავს დაესხა და ამის გამო დაგლიჯეს. მისი ნაწილებიდან მცენარე აღმოცენდა სათესლე ჯირკვლების მსგავსი გორგლებით. ძველად ორქიდეები „სექსუალურობასთან ასოცირდებოდა“, ნათქვამია ჟურნალში Cultural Heritage. ზოგიერთ საზოგადოებაში მცენარეს დღემდე მიირთმევენ. ისრაელში ორქიდეის გორგლებით იმპოტენციას ებრძვიან, თურქეთში მის ბოლქვებს აფროდიზიაკად მიიჩნევენ. იტალიაში კი გვხვდება ორქიდეა იტალიკა (იხილეთ ფოტო), რომელიც აგებულებით შიშველ მამაკაცს ჰგავს.