მივიწყებული ციხესიმაგრეები
ჰეკენში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს, 17 ტულოუ დავითვალე. ტუ ლოუ - მანდარინის დიალექტზე „მიწის სტრუქტურას“ ნიშნავს, რაც არც ისე ზუსტი თარგმანია


მივიწყებული ციხესიმაგრეები
ჰეკენში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს, 17 ტულოუ დავითვალე. ტუ ლოუ - მანდარინის დიალექტზე „მიწის სტრუქტურას“ ნიშნავს, რაც არც ისე ზუსტი თარგმანია
დაითვალე ტულოუ.
ეს გართობას ჰგავდა. რამდენ ციხესიმაგრის მსგავს, უცნაურ ნაგებობას დავითვლიდი მანქანის ფანჯრიდან? ისინი ფუძიანის პროვინციის (სამხრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთი) ქალაქგარე სოფელში დიდი კოსმოსური ხომალდივით „დამსხდარიყვნენ“. სულ ცოტა, ერთი ან ორი ტულოუ ყველა სოფელში იდგა.
მათი თვლა აკვიატებად მექცა. მძღოლს თითქმის ყოველ სოფელში ვაჩერებინებდი მანქანას, ტულოუები რომ დამეთვალა.
ჰეკენში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს, 17 ტულოუ დავითვალე. ტუ ლოუ – მანდარინის დიალექტზე „მიწის სტრუქტურას“ ნიშნავს, რაც არც ისე ზუსტი თარგმანია. ეს იგივეა, კოლოსეუმს ქვის წრე უწოდო. ნაგებობებს შუა საუკუნეების იერი აქვს – მოყვითალო მაღალი კედლებით, ზემოთ პატარა სარკმლებით, რკინით შეჯავშნული და როგორც წესი, მხოლოდ ერთი ხის კარით.
მალე მივხვდი, რომ გარედან ყურებით ვერ დავკმაყოფილდებოდი. აუცილებლად შიგნით უნდა შევსულიყავი. კარი ყოველთვის ღია იყო.
ვერაფრით მიხვდებით, რა დაგხვდებათ ამ პირქუში ფასადის მიღმა, ცოტა არ იყოს, საპყრობილეს რომ წააგავს. შედიხარ და შენ თვალწინ გაჩახჩახებული შიდა ეზო საკონცერტო დარბაზივით გადაიშლება…
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.