მიწათმოქმედება და რელიგია
გობექლი თეფეს მშენებლობის დროს კაცობრიობის უმეტესი ნაწილი პატარ-პატარა მომთაბარე ჯგუფებად ცხოვრობდა და მცენარეების შეგროვებითა და ნადირობით გაჰქონდა თავი


მიწათმოქმედება და რელიგია
გობექლი თეფეს მშენებლობის დროს კაცობრიობის უმეტესი ნაწილი პატარ-პატარა მომთაბარე ჯგუფებად ცხოვრობდა და მცენარეების შეგროვებითა და ნადირობით გაჰქონდა თავი
ეს გობექლი თეფეა და ოდნავ სტოუნჰენჯს მოგაგონებთ, მაგრამ გაცილებით ძველია და მასავით უხეში ბლოკებით არაა ნაგები. ეს ნატიფად მოჩუქურთმებული კირქვის სვეტებია გაზელების, გველების, მორიელების, მელიებისა და გარეული ღორების ბარელიეფებით. წრეები გარკვეული წესრიგითაა განლაგებული. მათ კირქვის სვეტები ქმნის, რომლებსაც გიგანტური ლურსმნის ან ასო T-ს ფორმა აქვს. დანის პირის ფორმის სვეტები დაახლოებით ხუთჯერ ფართოა სიღრმესთან შედარებით. მათ შორის მანძილი ერთი ხელის გაწვდენაა, ერთმანეთთან ქვის დაბალი კედლები აერთებთ. თითოეული წრის შუაში ორი შედარებით მაღალი სვეტია. სვეტები ქვემოთ თანდათან ვიწროვდება და მიწაში გათხრილ ჭრილში მაგრდება.
გობექლი თეფეს მშენებლობის დროს კაცობრიობის უმეტესი ნაწილი პატარ-პატარა მომთაბარე ჯგუფებად ცხოვრობდა და მცენარეების შეგროვებითა და ნადირობით გაჰქონდა თავი. ტაძრის აგება ერთ ადგილზე უამრავი ადამიანის თავმოყრას მოითხოვდა.
გობექლი თეფეს სვეტები მის მნახველს ზემოდან უძრავი გოლიათებივით გადმოჰყურებდა. ხოლო ქვაზე გამოსახული ცხოველები ისე მოძრაობდნენ ცეცხლის ალზე, როგორც სტუმრები იმ სხვა, სულიერი სამყაროდან, რომლის აღქმასაც ეს-ესაა იწყებდა ადამიანის გონება. მათზე გამოსახული ცხოველების ბარელიეფები სხვადასხვა სტილის, ზოგი უხეშად შესრულებული, რამდენიმე – ისევე ნატიფი და სიმბოლური როგორც ბიზანტიური ხელოვნება. გორაკის მეორე ნაწილი კაჟის უძველესი შრომის იარაღებითაა სავსე. ესაა დანების, საჭრეთლებისა და სოლის წვერების ნეოლითური „საწყობი“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.