დინოზავრებით გატაცება არ ნელდება. საუკუნეზე მეტია, რაც ტირანოზავრების განამარხებული ნაშთები პირველად გათხარეს და ამ დროის განმავლობაში National Geographic-ი მათზე უახლეს სამეცნიერო ცნობებს თვალსაჩინო ილუსტრაციებთან ერთად გვიზიარებდა.
1919 წლის სტატიაში ალბერტოზავრი აღწერილია „ძლევამოსილ ხორცისმჭამლად“, რომელსაც „მისი ნებისმიერი ბალახისმჭამელი ნათესავის განადგურება შეეძლო“. 23 წლის შემდეგ ერთმანეთთან შეჭიდებული ორი 6-მეტრიანი ტირანოზავრის (Tyrannosaurus rex) ნახატი გამოჩნდა. 1978 წლის მთავარი სტატია იუწყებოდა, რომ ტირანოზავრის ეს სახეობა კიდევ უფრო დიდი იყო: „სიმაღლეში 15 მეტრი და 6 ტონას იწონიდა“. 1990-იანი წლების ბოლომდე დინოზავრების უმეტესობას რეპტილიების მსგავსად ქერცლიანი კანით გამოსახავდნენ, მაგრამ ჩინეთში აღმოჩენილი თეროპოდის ჩონჩხი იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ტირანოზავრებს ბუმბულები ჰქონდათ. „ახლა შეგვიძლია ისეთივე დარწმუნებით ვთქვათ, რომ ფრინველები თეროპოდები არიან, როგორც ადამიანები – ძუძუმწოვრები“.
1919
სადებიუტო ილუსტრაცია
პალეოარტისტმა ჩარლზ რ. ნაიტმა დაკვირვებით შეისწავლა დინოზავრის ნამარხები, სანამ ძლევამოსილ იგუანისებრ ალბერტოზავრს დახატავდა.
ფოტო: ჩარლზ რ. ნაიტი
1942
სამეფო ბრძოლა
ახალი ცნობებით შთაგონებულმა ნაიტმა ერთმანეთთან მებრძოლი ტირანოზავრები (T. rex) „ორლესული, მახვილივით კბილებით“ გამოსახა.
ფოტო: ჩარლზ რ. ნაიტი
1978
მძიმეწონიანი
1978 წლის გამოცემის გარეკანზე T. rex-ი უფრო მსხვილად არის წარმოჩენილი, ვიდრე მანამდე.
ფოტო: როი ანდერსენი
1999
ბუმბულით შემოსილი
დინოზავრებსა და თანამედროვე ფრინველებს შორის კავშირის დადგენის შემდეგ, ახალგაზრდა ტირანოზავრი ბუმბულის საფარველით გამოისახა.
ფოტო: მაიკლ ვ. სკრეპნიკი
2003
საკბილო
კვლევების თანახმად, თეროპოდი აუკაზავრი მასზე დიდი ზავროპოდების ბუდეებს ესხმოდა თავს. ამან ნათელი მოჰფინა ცარცული პერიოდის კვებით ჯაჭვს.
ფოტო: მაიკლ ვ. სკრეპნიკი
გააზიარეთ ფოტო

შესაძლოა თეროპოდები სულაც არ იყვნენ ისეთი უძლეველი მკვლელები, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. 2003 წლის აღმოჩენების მიხედვით, მათი ძალმომრეობა ხშირად შერჩევითი იყო. დროდადრო თვითონაც მარცხდებოდნენ. 2020 წელს გამოვაცხადეთ, რომ პალეონტოლოგიაში ინოვაციური კვლევის ტექნიკა და ახალაღმოჩენილი ნამარხები მორიგ რევოლუციას განაპირობებს. დინოზავრების გარეგნობის ახალი ინტერპრეტაციებიც შეიძლება არ იყოს საბოლოო, თუმცა ეს წინ გადადგმული ნაბიჯებია მათ საიდუმლოებებზე ნათელის მოსაფენად.