ინგუში ქალები ხალიჩებს ქვის სახლების გასათბობად, დეკორირებისა და კულტურული თვითგამოხატვისთვის უხსოვარი დროიდან ამზადებენ. ფოლკლორულმა მუსიკამ ტრადიციულ კავკასიურ ხალიჩებში ჩაქსოვილი სიბრძნე შემოინახა. II მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა მუსლიმანური მოსახლეობის დეპორტაციის ბრძანება გასცა. შედეგად, ინგუშეთში ამ ხელოვნებამ დაღმასვლა განიცადა.
ათი წლის წინ ინგუშმა ეთნოგრაფმა ტანზილა ძაუროვამ, ენთუზიასტების პატარა ჯგუფთან ერთად, მთიანი სამშობლო ხალიჩის ფრაგმენტების, მოგონებებისა და ძველი ოსტატების ძიებაში მოიარა. შედეგად მან აღმოაჩინა ახალი სახელოსნო დედაქალაქში, ქსოვის სასკოლო გაკვეთილები, კონკურსები და ასობით ისტორიული ორნამენტით და სიმბოლოთი დახუნძლული წიგნი. სოფელ ხაირახში გადაღებულ ფოტოზე ხავა კოძოევას უჭირავს ზალინა ხამხოევას მიერ შექმნილი ფარდაგი. ხალიჩების ქსოვა ორივემ დედაქალაქ მაგასში ისწავლა. თექის თელვის ხელოვნება სხვადასხვა თაობის ქალების დამაკავშირებელი ძაფია, ამბობს ძაუროვა. „ეს ხელების გენეტიკურ მეხსიერებას ჰგავს“.