მოზამბიკში ბუნება ჯანსაღდება
ოდესღაც მოზამბიკში ზიმბაბვეს საზღვარზე, მთებში პარტიზანი მებრძოლები დაეხეტებოდნენ. ახლა აქ, ქვეყნის უახლეს ეროვნულ პარკში, თავგადასავალთა მოყვარულები სპილოებს აკვირდებიან, ჩანჩქერებს სტუმრობენ და უძველეს კედლის მხატვრობას ათვალიერებენ.
სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩიმანიმანის ეროვნული პარკი საკონსერვაციო პროექტების დახმარებით ქვეყნის ველური ბუნების დაცვის თვალსაჩინო მაგალითია.
1964-1992 წლების სამოქალაქო არეულობის პერიოდში რეგიონში უკანონო ნადირობა და მიწაში ჩაფლული ნაღმები საფრთხეს ქმნიდა.
დღეს პარკის ბიომრავალფეროვნების – მათ შორის 76 უნიკალური სახეობის – დასაცავად მეცნიერები და საჯარო თუ კერძო პარტნიორობები იბრძვიან.
ინიციატივები, როგორიცაა MozBio (მოზამბიკის დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნებისა და განვითარებისთვის) ადამიანების და ველური ბუნების საჭიროებებზე ერთნაირად ზრუნავენ, ხელს უწყობენ გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მდგრად ეკონომიკურ აქტივობებს – მეფუტკრეობას, ეკოტურიზმს, ჩრდილში მოყვანილი ყავის ფერმებს – რომლებიც ჩიმანიმანის მოსაზღვრე თემებში სიღარიბეს ამცირებენ.
National Geographic-ის მკვლევარმა, ეკოლოგმა და ფოტოჟურნალისტმა ჯენ გაიტონმა ჩიმანიმანის ბიომრავალფეროვნების ორ კვლევაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა ერთ-ერთი მიზანი მოზამბიკელი მეცნიერების კოსერვაციონისტ ლიდერებად ჩამოყალიბება იყო. „მათმა ენთუზიაზმმა და ოპტიმიზმმა დიდი იმედი მომცა“, – ამბობს გაიტონი.

გასაოცარი ადგილები
მოზამბიკი National Geographic-ის 2022 წლის მსოფლიოში საუკეთესო დანიშნულების ადგილების სიაშია. იხილეთ სრული სია: natgeo.com/bestoftheworld.