მთებში დაბრუნება
გოჯალი მყინვარებითა და დაუპყრობელი მთებითაა გარშემორტყმული. დიდი ხანია, ისმაილიტები შედარებით იზოლირებულად ცხოვრობენ


მთებში დაბრუნება
გოჯალი მყინვარებითა და დაუპყრობელი მთებითაა გარშემორტყმული. დიდი ხანია, ისმაილიტები შედარებით იზოლირებულად ცხოვრობენ
გოჯალის სოფლები ჩინეთისა და ავღანეთის მთებს შორისა განფენილი, დაახლოებით, 20 000-მცხოვრებით. აქ სახლობენ ისლამის ზომიერი განშტოების მიმდევარი ისმაილიტები, რომელთაც აგა-ხანი უძღვება და ვახანები – სპარსული წარმომავლობის ხალხი. 11 სექტემბრის შემდეგ, ისევე, როგორც პაკისტანის ყველა რეგიონი, გოჯალიც დაზარალდა – ქვეყანა ტერორიზმთან და ძალადობასთან ასოცირდა. ბევრმა ამ საშინელი იარლიყის მოშორების იმედიც დაკარგა.
გოჯალი მყინვარებითა და დაუპყრობელი მთებითაა გარშემორტყმული. დიდი ხანია, ისმაილიტები შედარებით იზოლირებულად ცხოვრობენ. მაგრამ გარე სამყარო აქ მაინც შემოიჭრა. ყარაყორუმის მთავარ გზაზე მანამდე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობდნენ, ახლა ის ავტობანია, რომელზეც სამხრეთი პაკისტანიდან მომავალი სტუმრები დადიან. იმამის ნებით, სოფლის ახალგაზრდები განათლებას ქალაქში იღებენ.
ამგვარი სიკეთეებით გოგონებიც სარგებლობენ. ყველანი სკოლაში დადიან, უმრავლესობა ოთხ ენაზე ლაპარაკობს. ცვლილებები მოაქვს განათლებას, ყოველდღიურ ყოფას, ტრადიციულ ცხოვრების წესზე ზემოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიებიც. გოჯალს ცალი ფეხი თანამედროვე სამყაროში უდგას, თუმცა თავისი უძველესი ტრადიციებით ჩვენი მოხიბვლის უნარს მაინც ინარჩუნებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.