
მთის სიდიადე
ეს დაუთარიღებელი ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფებს – აზაელ კერტისსა და უოლტერ მილერს
ამ სურათზე შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ მაუნტ-რეინირის (ვაშინგტონის შტატი) ეროვნულ პარკში ექსკურსიაზე მისული მნახველები, რომლებიც განსაცვიფრებელი ხედებით ტკბებიან.
ეს დაუთარიღებელი ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფებს – აზაელ კერტისსა და უოლტერ მილერს. კერტისი უსაზღვროდ იყო გატაცებული რეინირის მთით. მისი ხელშეწყობით მთამსვლელთა კლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ზრუნავდა. ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის არქივში დაცულ მის ნაშრომში ვკითხულობთ: „ამ დიდებული მთის ფონზე, არაფრად გვეჩვენება ის ყოველდღიური წვრილმანები, რომლებიც მნიშვნელოვანი გვგონია“.