
მტკივნეული სიყვარული
ლოკოკინებს, მეტწილად, კალციუმისგან შემდგარი ორგანო, ე. წ. „სიყვარულის შუბი” გააჩნიათ და ცდილობენ, სხეულის რბილობში შეწყვილე-ბამდე შეურჭონ ერთმანეთს
ლოკოკინები ჰერმაფროდიტები არიან, რაც ნიშნავს, რომ ყველა ინდივიდს აქვს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სასქესო ორგანოები. შეწყვილების პროცესი 2 საათიდან 12 საათამდე გრძელდება და ამ პროცესის დროს ორივე ინდივიდი მეწყვილის კვერცხებს ანაყოფიერებს.
ლოკოკინებს, მეტწილად, კალციუმისგან შემდგარი ორგანო, ე. წ. „სიყვარულის შუბი” გააჩნიათ და ცდილობენ, სხეულის რბილობში შეწყვილე-ბამდე შეურჭონ ერთმანეთს. დიდი ხნის განმავლობაში, არ იყო ცნობილი ამ ქცევის დანიშნულება. ბოლო კვლევებით, აღმოჩნდა, რომ ეს სქესობრივი გადარჩევის ერთ-ერთი ფორმაა. თანაც, აქ მთავარი იარაღი არა „შუბი”, არამედ ლორწოა, რომლითაც შუბია დაფარული. ლორწო შეიცავს ალოჰორმონს, რომელიც მეწყვილის ჰემოლიმფა-ში ხვდება და ცვლის მიმღები ინდივიდის რეპროდუქციული სისტემის კომპონენ-ტებს – იკეტება „სპერმის მკვლელი” სისტემა და იხსნება სპერმის შემნახველი საკა-ნი. ჰერმაფროდიტი ლოკოკინას სასქესო სისტემის ეს რეკონფიგურაცია ზრდის გამანაყოფიერებელი ინდივიდის მამობის შანსებს სხვა ინდივიდებთან მიმართებაში.