მუდამ სეზონური
300 წლის განმავლობაში შეგროვებული ნიმუშები ლონდონის ჰერბარიუმში ინახება.

მუდამ სეზონური
300 წლის განმავლობაში შეგროვებული ნიმუშები ლონდონის ჰერბარიუმში ინახება.
ამ მუზეუმში მცენარეები მთელი მსოფლიოდანაა შეგროვილი, დაცული და ახლა უკვე ფოტოებზე აღბეჭდილი.
ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის ჰერბარიუმი მცენარეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას წარმოადგენს მსოფლიოში. 300 წლის განმავლობაში შეგროვილი გამომშრალი მცენარეები უზარმაზარ ალბომებშია მოთავსებული და კლიმატის კონტროლის მქონე ოთახში ინახება.
1957 წელს ნეპალში მოწყვეტილი Angelica cyclocarpa
პასიფლორას გამორჩეული ადგილი უჭირავს ზომიერი კლიმატის ბაღებში. ეს ნიმუში 1972 წელს ნიუ-იორკშია კულტივირებული.
ზღვის სალათა (ულვა) კუნძულ მენიდან (1895 წ.)
დრაკულა ორქიდეა კოლუმბიიდან (1885 წ.)

ბევრი ნიმუში წარსულის რელიკვიაა, რომლებიც ცნობილმა მეცნიერებმა ჩამოიტანეს. ბრიტანეთის იმპერიის აყვავების პერიოდში მცენარეები სამეცნიერო, სამედიცინო და ეკონომიკური მიზნებით შეაგროვეს.
ფოტოგრაფი ნიკ ნაითი წლების განმავლობაში ეძებდა ვიზუალურად სასიამოვნო ნიმუშებს. მან ათასობით მოძველებული და ფერდაკარგული მცენარე იხილა, სანამ ხასხასა ნიმუშებს წააწყდებოდა.
კამელია ინგლისიდან (1979 წ.)
ფარშევანგის კუდის სახელით ცნობილი წყალმცენარე (1930 წ.)
1982 წელს ნატურალისტებმა პანამის ჯუნგლებიდან ინგლისში ქვეტყის ხის, Brownea rosa-del-monte-ს ნიმუშები ჩამოიტანეს. როგორც ცნობილია, მცენარეს სამედიცინო მიზნით იყენებდნენ.
ამ ფრინტას (Anemone hortensis) განსაკუთრებული თვისება მის ფერთა ვარიაციაშია. სხვადასხვა შეფერილობის ფოთლების მქონე ყველა ყვავილს ცენტრი ძირითადად იისფერი აქვს.

ნაითმა ასობით ნიმუშს გადაუღო ფოტო მუზეუმში მოწყობილ პატარა სტუდიაში. შემდეგ, დამუშავების პროცესში, ფოტოებს ძველი წარწერები და ზედმეტი დეტალები მოაშორა. შედეგად, ფოტოები ასახავს წარსული ეპოქის ბუნებრივ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც შთამომავლობისთვის შემოინახეს.