
მუმია
„ამ სანახაობამ ყველაფერი დაჩრდილა, ასეთზე ვერც კი ვიოცნებებდით“. – ჰოვარდ კარტერი, 1922 წლის 27 ნოემბერი
ფანტასტიკური მოოქრული არსებები. ფარაონის ბუნებრივი ზომის სკულპტურები თუ ოქროს ეტლები იმ საგანძურის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც კარტერის გუნდმა აღრიცხა მანამდე შეუმჩნეველ სამარხში მეფეთა ველზე. საბოლოოდ მათ იპოვეს კუბოების სამი წყება; ყველაზე ღრმად მოთავსებულ სუფთა ოქროს კუბოში მკვლევრებმა ოქროსნიღბიანი მუმია აღმოაჩინეს.




