მუქარა ზღვიდან
პლანეტას ძირფესვიანად ცვლის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ჩვენი ცივილიზაცია


მუქარა ზღვიდან
პლანეტას ძირფესვიანად ცვლის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ჩვენი ცივილიზაცია
ქარიშხალმა „სენდიმ“ კარიბის რეგიონის რამდენიმე ქვეყანას გადაუარა და ათეულობით სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, გასული წლის 29 ოქტომბერს, მან ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ გადაუხვია. ატლანტის ოკეანის უდიდესი ქარიშხლის პირისპირ დარჩენილ ნიუ-იორკსა და სხვა დიდ ქალაქებში დაბლობი ტერიტორიების ევაკუაცია გამოცხადდა. ამას ყველა არ დაემორჩილა. მათ, ვინც დარჩენა და „სენდის“ გადატანა აირჩიეს, მომავალს წინასწარ გაუსწორეს თვალი: გლობალური დათბობა ოკეანეებს აადიდებს. პლანეტაზე დიდი ძვრები დაიწყება. ქუჩაზე ერთი მეტრის სიღრმის მდინარე მოედინებოდა. აქაფებულ წყალში მანქანები ტივტივებდნენ. ქარის ზუზუნს მოხეთქილი წყლის ხმაური, მოგლეჯილი ფიცრების ლაწა-ლუწი და მანქანების სიგნალიზაციის გამაყრუებელი ხმა ერთვოდა. ნახევარკუნძულის კიდეში, დასავლეთით, ბრიზი-პოინტის გარეუბანში ცა თითქოს ფეიერვერკებმა გაანათა. ელექტროტრანსფორმატორები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა. იმ ღამეს იქ ასზე მეტი სახლი დაიწვა.
პლანეტას ძირფესვიანად ცვლის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ჩვენი ცივილიზაცია. მომავალში კიდევ უფრო გახშირდება „სენდის“ მსგავსი წყალდიდობები და სანაპირო ზოლზე გაშენებული მეტი ქალაქი განადგურდება. ნახშირორჟანგისა და სხვა თბოდამჭერი აირების ატმოსფეროში გაშვებით იმას მოვახერხებთ, რომ ერთ საუკუნეში დედამიწა ნახევარ გრადუს ცელსიუსზე მეტად გათბება და ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით აიწევს.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.