მწერები მოძრაობაში
ინოვაციური ტექნიკა მწერების საფრენ უნარებს უჩვეულოდ და ხატოვნად წარმოაჩენს.

პატარა ზომის და სწრაფი მოძრაობების გამო მფრინავ მწერებზე დაკვირვება რთულია, თუმცა ტექნოლოგიური სიახლეების და კრეატიული აზროვნების მეშვეობით ესპანელმა ფოტოგრაფმა ჩავი ბოუმ ეს შეძლო. თავისი „ორნითოგრაფიის“ პროექტის ფარგლებში 10 წელი ფრინველთა ფრენის ტრაექტორიის აღბეჭდვას მიუძღვნა. შემდეგ ყურადღება მწერებზე გადაიტანა.
HELICONIUS CHARITHONIA ამ პეპელას, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, შეუძლია დიდ სიმაღლეზე აფრინდეს უზარმაზარი ფრთების რამდენიმე დაქნევით.
HARMONIA AXYRIDIS ჭიამაიას ეს სახეობა მსოფლიოში მრავალ ადგილასაა გავრცელებული. ის მიწაზე ნელა მოძრაობს, თუმცა ჰაერში 60 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
PROSAPIA BICINCTA აღმოსავლეთ აშშ-ის მკვიდრ მწერს პარაზიტად მოიხსენიებენ, რადგან ის კორდს ჭამს. ზამბარისებრი უკანა კიდურებით შეუძლია ჰაერში რაკეტასავით გაიტყორცნოს.
CISSEPS FULVICOLLIS სხვა ბინდის პეპლებისგან განსხვავებით, ეს ჩრდილოამერიკული სახეობა დღისითაც დაფრინავს და გარდამავალი ფერის ფრთებით მზის შუქზე ციმციმებს.
ATTEVA AUREA ამ ტროპიკულმა ბინდის პეპელამ აშშ-ის ჩრდილოეთი ტერიტორიებისკენ გადაინაცვლა. მისი ლარვის მასპინძლის, ჩინური ხემყრალის ინვაზიური გავრცელების გამო, ისიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბინდის პეპლის სახეობა გახდა.

„ენტომოგრაფიებისთვის“ ის ენტომოლოგ ედრიან სმითის მიერ გადაღებულ მაღალსიჩქარიან ვიდეომასალას იყენებს. ბოუ არჩევს უამრავ კადრს და აერთიანებს მათ ერთ გამოსახულებად, რომელიც ამ არსებების დროსა და სივრცეში სწრაფ გადაადგილებას ასახავს. სმითის დახმარებით ბოუმ კრაზანების საჰაერო აკრობატიკის, ციკადების ნახტომებისა და პეპლების ფარფატის დეტალური რუკები შექმნა. ფოტოგრაფი იმედოვნებს, რომ მისი საქმიანობა აამაღლებს ცნობიერებას ეკოსისტემისთვის საკვანძო მწერების გლობალურ შემცირებაზე. „ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ჩვენ კი ყურადღებას არ ვაქცევთ“, – ამბობს ბოუ.