
მზად იყავი, როცა ის მზადაა!
მდედრ პანდებს ფერტილური პერიოდი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაეწყოთ, თებერვლიდან მაისის ჩათვლით. მამრები, ამ მომენტის დასაჭერად, შემოდგომიდან მეტ ჰორმონებს გამოიმუშავებენ
მდედრი პანდა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ მძუნაობს და ისიც სულ 24-72 საათით. ეს დიდ პანდებს გადაშენების პირას აყენებს. რა ქნას მამრმა პანდამ, სასიყვარულო კავშირის ასეთი ხანმოკლე შანსით?
მდედრ პანდებს ფერტილური პერიოდი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაეწყოთ, თებერვლიდან მაისის ჩათვლით. მამრები, ამ მომენტის დასაჭერად, შემოდგომიდან მეტ ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ოთხ თვეში, მამრების სათესლე პარკები, ჩვეულებრივ ზომასთან შედარებით, 2-3-ჯერ იზრდება.
ჩენდუში ჩინელი მეცნიერები ანესთეზირებულ მამრ პანდებს აკვირდებოდნენ ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის. აღმოაჩინეს, რომ მდედრი პანდების „პიკის სეზონზე“ მამრების სპერმატოზოიდები გაცილებით უხვი და მოძრავი იყო, ვიდრე სხვა დროს. მოკლედ, მამრი პანდა ცდილობს, ამ თვეებში, რაც შეიძლება მეტი სპერმა დააგროვოს. მაგრამ, ასე დიდხანს ვერ ძლებს. ივნის-ივლისში, დიდი პანდების სასქესო ჯირკვლები, გამრავლების მომდევნო სეზონამდე, ჰორმონების გამომუშავებას წყვეტს.
საარსებო გარემო
ჩინეთი
სტატუსი
გადაშენების საფრთხის წინაშე
საინტერესო ფაქტი
საშუალო ზომის ღორმუცელა პანდა დღეში 25 კილოგრამზე მეტ ბამბუკს მიირთმევს.