
ნადიმი
ფოტო კონკურსიდან „შეიმეცნე საქართველო – დაისვენე და გაერთე კომფორტულად“
ვინ:
ზაქარია ჭელიძე
38 წლის, ფოტოგრაფი
სად:
თბილისი
რა:
Fujifilm X-T4 56მმ F1.2
ამბავი:
Your Shot – საქართველოს მორიგი ფოტოკონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ საქართველოში გადაღებული ისეთი დასასვენებელი და გასართობი ადგილის ფოტო, სადაც თავადაც სიამოვნებით მოინდომებდნენ დაბრუნებას და სხვებსაც ურჩევდნენ. ზაქარია ჭელიძისთვის ასეთი განსაკუთრებული ადგილი აღმოჩნდა თბილისში მდებარე „გარდენია შევარდნაძე“ – ბაღი და კაფე, სადაც, მისივე სიტყვებით, „სულ დღესასწაულია. ამ ადგილას გამართული საზეიმო ღონისძიებები ყოველთვის გამორჩეული და ძალიან ინდივიდუალურია“. ფოტოგრაფს იქაური ატმოსფერო კინოში მოგზაურობის განცდას უქმნის: „უყურებ და ფიქრობ, რომელი ფილმის კადრია? ალბათ, უფრო ევროპული კინოა“. ავტორის თქმით, ამ კადრში კარგად ჩანს ჩვენი ქვეყანაც თავისი კულტურით, გემოვნებითა და ტრადიციით. ფოტომ, რომელსაც ზაქარია ჭელიძემ სათაურად მისი საყვარელი სიტყვა „ნადიმი“ შეურჩია, ჩვენს კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge