
ნახევარი ღორის ჰარმონია
9 ივლისს გამართული დანმოუს შაშხის სასამართლოზე, შუაზე გაჭრილი შებოლილი ღორი იმ გამარჯვებულ წყვილს გადაეცემა, რომელიც ჟიურის დააჯერებს, რომ გასულ წელს მათ გაყრაზე არ უფიქრიათ
მას შემდეგ, რაც ჯეფრი ჩოსერმა კენტერბერიული მოთხრობები დაწერა, ინგლისში ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ბათელ ქალში ნახსენებმა საქორწინო ტრადიციამ მე-12 საუკუნიდან 21-მდეც მოაღწია. 9 ივლისს გამართული დანმოუს შაშხის სასამართლოზე, შუაზე გაჭრილი შებოლილი ღორი იმ გამარჯვებულ წყვილს გადაეცემა, რომელიც ჟიურის დააჯერებს, რომ გასულ წელს მათ გაყრაზე არ უფიქრიათ.
ტრადიცია 1104 წელს წარმოიშვა. ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიდ დანმოუში სასამართლო ყოველ ნაკიან წელიწადს იმართება. გამარჯვებულები წვეტიან ქვებზე მუხლმოყრილები დებენ შაშხის ფიცს. როცა ამერიკელებმა, ჯეფ დოტსმა და ერინ ალბერსმა 2008 წელს სასამართლო მოიგეს, დოტსის თქმით, ფიცი ნელა, ბრიტანული შავი იუმორით წაუკითხეს.
მართლაც, მომხსენებელმა ჰელენ ჰეინესმა განაცხადა, რომ პროცესს სამი სამართალმცოდნე და ერთიც კომიკოსი წარუძღვებოდა.