ნერონის გადაფასება
რთულია იმ ადამიანის „რეაბილიტირება“, ვინც ისტორიული წყაროების მიხედვით, თავისი პირველი ცოლის, ოქტავიას მოკვლის ბრძანება გასცა


ნერონის გადაფასება
რთულია იმ ადამიანის „რეაბილიტირება“, ვინც ისტორიული წყაროების მიხედვით, თავისი პირველი ცოლის, ოქტავიას მოკვლის ბრძანება გასცა
რობერტ დრეიპერი იმპერატორ ნერონის ამბავს მოგითხრობთ. ესაა მასზე გავრცელებული შეხედულებების მსხვრევის, ამ წინააღმდეგობებით სავსე პიროვნების სრულყოფილად წარმოჩენის, მოკლედ, ამ ახალგაზრდა კაცის რეალური შინაგანი სამყაროს ახლებური გააზრების ერთგვარი მცდელობა.
რთულია იმ ადამიანის „რეაბილიტირება“, ვინც ისტორიული წყაროების მიხედვით, თავისი პირველი ცოლის, ოქტავიას მოკვლის ბრძანება გასცა; მეორე ცოლი, ორსული პოპეა, წიხლქვეშ გაიგდო და ისე ამოჰხადა სული; საკუთარი დედა, აგრიპინა უმცროსი მოაკვლევინა (ამბობენ, მასთან ჯერ სქესობრივი კავშირი დაამყარაო); სავარაუდოდ, საკუთარი ნახევარძმა, ბრიტანიკუსიც მოკლა; თავის აღმზრდელ სენეკას უბრძანა თავი მოეკლა (სენეკამ ბრძანება მორჩილად აღასრულა); მოზარდი ბიჭი დაასაჭურისა და ცოლად შეირთო; 64 წელს რომის გადაწვა ბრძანა, მერე ყველაფერი ქრისტიანების საძმოს დააბრალა, ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგიც ჯვარს აცვეს და დაწვეს. აგიზგიზებული სადამსჯელო კოცონებით კი საიმპერატორო დღესასწაული გააჩირაღდნა. ნერონის სახით დედამიწაზე ხორცშესხმული ბოროტება დადიოდა. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. და მაინც…
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.