
ნუ ააჩქარებთ სიყვარულს
ჩონჩხი ისეა აგებული, რომ ზარმაცა მარჯვედ ეკიდება ხის ტოტზე. ეს ცხოველები ასეთ პოზიციაში იკვებებიან, იძინებენ, წყვილდებიან და მშობიარობენ
ზარმაცა დედამიწაზე ყველაზე ნელი ძუძუმწოვარია. ის დღეში სულ რამდენიმე მეტრს გადის. ზარმაცას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაც ისე ნელა მიმდინარეობს, რომ ხეებზე მობინადრე, დეფეკაციისათვის მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოდის ძირს.
ჩონჩხი ისეა აგებული, რომ ზარმაცა მარჯვედ ეკიდება ხის ტოტზე. ეს ცხოველები ასეთ პოზიციაში იკვებებიან, იძინებენ, წყვილდებიან და მშობიარობენ. ტროპიკული ტყის ზოოპარკში, სადაც „ბალტიმორის ეროვნული აკვარიუმი” მუშაობს, ზარმაცას ოთხი ნაშიერი დაიბადა, თუმცა პერსონალს არასოდეს უნახავს მათი შეწყვილება და მშობიარობა. „ვფიქრობ, სქესობრივი აქტი ძალიან სწრაფად ხდება“, – ამბობს კურატორი კენ ჰაუელი.
კიც და არაც, აცხადებს მიჩიგანის ეგზოტიკურ ცხოველთა გადარჩენის პროგრამის წევრი მარკ როზენტალი. მას გაუმართლა და სმარტფონით გადაიღო ტოტზე ჩამოკიდებული ზარმაცების შეწყვილების ვიდეო. მისი წყვეტილი თხრობა კარგად აღწერს გაჭიანურებულ სცენას: „მამრი ეარშიყება… მდედრი… თანახმაა… მამრი არშიყს არ წყვეტს… მოთმინებით უყურეთ – ისინი ხომ ზარმაცები არიან…“ უშუალოდ აქტი „თავდაყირა დაასრულეს, რასაც, მართლაც, არცთუ დიდი დრო დასჭირდა“.