
ოლიმპიური ქალაქის მშენებელი
ჩეჩნეთი ჩრდილო კავკასიის ერთგვარი სიმბოლო გახდა: ისლამისტები, რადიკალები, ტერორისტები...
ეს არის სოჭი 2012. თომას დვორჟაკი, გერმანელი ფოტოგრაფი, უკვე 20 წელზე მეტია საქართველოში და კავკასიაში მოგზაურობს. თომასმა გააკეთა ფოტოსესია National Geographic-ის სტატიისთვის “პუტინის ფართი”. მისი თქმით, ამ ფოტოზე გადაღებულია ჩეჩენი მუშა, რომელიც ოლიმპიური ქალაქის მშენებლობიდან, სამუშაოს შემდეგ, ზღვაზე დასაბანად ჩავიდა.
ობიექტივს მიღმა
საიდან იცით, რომ ჩეჩენია?
თვითონ მითხრა, ველაპარაკე. მითხრა, რომ მუშები სამუშაოს დამთავრების შემდეგ აქ საცურაოდ და თან ტანის დასაბანად ჩამოვდივართო. ის ერთ-ერთია იმ ასობით ჩრდილოკავკასიელ მუშათა შორის, რომლებიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ფულის საშოვნელად ოლიმპიური ქალაქის ასაშენებლად სოჭში ჩამოდიან.
რატომ არის ეს ფოტო მნიშვნელოვანი თქვენთვის?
ჩეჩნეთი ჩრდილო კავკასიის ერთგვარი სიმბოლო გახდა: ისლამისტები, რადიკალები, ტერორისტები… დარწმუნებული ვარ ეს ახალგაზრდა არაა რადიკალი, უბრალო მშრომელი ადამიანია. რაღაც პოეტურია ამ მშვიდობიან ჩეჩენში, რომელიც აშენებს ოლიმპიურ ქალაქს და ვინ იცის როგორ დისკომფორტს განიცდის ამის გამო.
როგორ ფიქრობთ, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში?
არ მესმის, რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვთ. მე არ წავიდოდი. თუმცა, ისიც არ ვიცი რა სარგებელია არწასვლაში.