ვირჯინია ოლივერის ომარების ხაფანგზე დამაგრებული ტივტივები მამისგან მემკვიდრეობით დატოვებული საიდენტიფიკაციო ნომრითაა მონიშნული. მეინის ომარების სარეწში, სადაც 102 წლის ოლივერმა 90 წელი გაატარა, მისი შვილი მაქსიც მუშაობს. გადაშენების პირას მყოფ სამხრეთულ ვეშაპზე სავარაუდო უარყოფითი ზეგავლენის შესახებ კამათმა ოლივერის სარეწს ეკოლოგიური მდგრადობის რეიტინგი დაუქვეითა. თუმცა სეზონის დაწყებისთანავე დედა-შვილი კვლავ საქმეს შეუდგებიან. „შრომას სიკვდილამდე გავაგრძელებ“, – ამბობს ოლივერი.
1. ომარების ხაფანგი
ამ ნიმუშის მსგავსად, ძველი ხაფანგებიც ხის ფიცრებისგან ხელით იქმნებოდა. დღეს მათი უმეტესობა მოთუთიებული მავთულებისგანაა დამზადებული.
2. თავი
ომარები ხაფანგში ლითონის რგოლისა და ბადისგან შემდგარი „თავის“ გავლით ხვდებიან.
3. რკინის იარაღი
ამ ხელსაწყოთი ხაფანგში სატყუარას ამაგრებენ.
4. რკინის იარაღი
ბადისგან დამზადებულ ჩანთაში განთავსებული რამდენიმე თევზი ომარებს ხაფანგში იტყუებს.
5. თოკი
თოკები გამოიყენება ომარის ხაფანგების სამოძრაოდ. სათევზაო თოკში გახლართვა აზიანებს ზღვის ბინადრებს. სამხრეთული ვეშაპის დასაცავად 2022 წელს სასამართლომ მეინის ომარების სარეწებისთვის წარადგინა ახალი რეგულაციები, რომლებიც თოკების გამოყენებას ზღუდავს
6. ტივტივა
ტივტივა აღნიშნავს იმ ადგილს, თუ სად ჩაუშვეს ხაფანგები.
7. საზომი
იმისთვის, რომ ომარი აკმაყოფილებდეს დაწესებულ ზომის მოთხოვნებს, მას დაჭერისთანავე ზომავენ.
8. მარწუხების სალტე
სალტეთი მარწუხების შეკვრით ომარებს არ ეძლევათ ერთმანეთის ან მეთევზის დაზიანების საშუალება.
9. შესაკრავი ხელსაწყო
ამ ხელსაწყოთი მარწუხებზე რეზინის სალტეებს ამაგრებენ.
10. ქაფპლასტის საკიდი
ის ემაგრება საზომს, რომ წყალში გადავარდნის შემთხვევაში არ ჩაიძიროს.