ორი ქალაქი, ორი ევროპა
ეს ორი ქალაქი, თანამედროვე ევროპის ალფა და ომეგა, საერთო ბედისწერამ გააერთიანა. ევროკავშირის უდიდესი პროექტი


ორი ქალაქი, ორი ევროპა
ეს ორი ქალაქი, თანამედროვე ევროპის ალფა და ომეგა, საერთო ბედისწერამ გააერთიანა. ევროკავშირის უდიდესი პროექტი
ბერლინი და ათენი – ევროპის ორი სიმბოლური პოლუსი.
ერთი ჩრდილოეთით, ნაცრისფერი, ხმელეთით გარშემორტყმული და მდიდარი; მეორე – ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ყვავილნარებითა და ფორთოხლის ხეებით დამშვენებული ქუჩებით.
თუმცა საკუთარ იმიჯს ზუსტად არც ერთი არ შეესაბამება. ტევტონების დედაქალაქი პოსტ-კომუნისტური თავისუფლების მოზღვავებისგან გუგუნებს, მკვიდრდება მისი, როგორც ევროპის ხმაურიანი საცეკვაო კლუბების დედაქალაქის რეპუტაცია. ეგეოსის ზღვის ანარეკლში მოციმციმე საბერძნეთის უძველეს დედაქალაქს კი, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ჯერ კიდევ სჭირდება გასული ორი წლის დიდი ევროკრიზისიდან გამოსვლა. კეთილდღეობის კლიმატი ბერლინში მზეს აჩახჩახებს, ათენს კი ტყვიისფერ ღრუბელს ადგამს თავზე.
აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ორი დედაქალაქი მოლოდინს არ ამართლებს: ათენი – დამძიმებული, დაძაბული, ერთ ადგილზე გაყინული, ბურუსით მოცული მომავლის პერსპექტივით; ბერლინი – თავისუფალი, პოსტ-ტოტალიტარული, ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ღია და ჩამ-თრევი, რომლის საზრუნავი, თუკი ამას საზრუნავი ჰქვია, მხოლოდ წარმატებით გამოწვეული პრობლემებია.
ეს ორი ქალაქი, თანამედროვე ევროპის ალფა და ომეგა, საერთო ბედისწერამ გააერთიანა. ევროკავშირის უდიდესი პროექტი…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.