ორმოცდაათი წელი პროგრესისა და ზიანისა
მდიდარ ქვეყნებში ჰაერი, წყალი და მიწა უფრო სუფთაა, ვიდრე 50 წლის წინ იყო.
სამომავლო ამოცანა: ამ შედეგის გავრცელება, სუფთა ენერგიის გამომუშავება და
მაქსიმალური კონსერვაცია


ორმოცდაათი წელი პროგრესისა და ზიანისა
მდიდარ ქვეყნებში ჰაერი, წყალი და მიწა უფრო სუფთაა, ვიდრე 50 წლის წინ იყო. სამომავლო ამოცანა: ამ შედეგის გავრცელება, სუფთა ენერგიის გამომუშავება და მაქსიმალური კონსერვაცია
1970-იანი წლები
მსოფლიო მოსახლეობა 1970 წელს:
3,7 მილიარდი

1970
პირველი „დედამიწის დღე“
22 აპრილს 20 მილიონადე ადამიანი გამოვიდა აშშ-ში გარემოს დაცვის აუცილებლობისთვის ყურადღების მისაპყრობად.
ფოტო: NASA (დედამიწა)
1970
„დიდი გარემოსდაცვითი ქარტია“
ძალაში შედის აშშ-ის გარემოს დაცვის ეროვნული პოლიტიკის აქტი, რომელიც ფედერალური პროექტების, მაგალითად გზებისა და დამბების მშენებლობისთვის მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

1972
ზღვის ძუძუმწოვრების დაცვა
ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის აქტი იცავს აშშ-ის წყლებში კლებად პოპულაციებს – ვეშაპებს, დელფინებს, სელაპებსა და ლამანტინებს. მათი რიცხვი მატულობს.
ფოტო: ალასკა/NATIONAL GEOGRAPHIC-ის ფოტოკოლექცია (ვეშაპი)
1972
მდინარეების გაწმენდა
სუფთა წყლის აქტი არეგულირებს აშშ-ის მდინარეების, ნაკადულების, ტბების, ჭარბტენიანი ადგილებისა და სანაპირო ზოლების მასშტაბური დასუფთავების პროცესს.

1973
სახეობათა გადარჩენა
გადაშენების საფრთხეში მყოფ სახეობათა აქტი ზღუდავს სიაში შესული ცხოველებისა და მცენარეების ჰაბიტატში შეჭრას.
ფოტო: ჯიმ და ჯეიმი დატჩერები, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE (მგელი)

1976
ქიმიური საწარმოს ავარია
იტალიის დაბა სევეზოში
ათასობით ადამიანმა შეისუნთქა ტოქსიკური ორთქლი დიოქსინის ყველაზე დიდი შემცველობით, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა.
ფოტო: MARKA, GETTY IMAGES (პესტიციდი)
1978
ლავ-კანალის მღელვარება
დამარხულმა ტოქსიკურმა ქიმიკატებმა დააავადა ნიუ-იორკის
შტატში ნიაგარა-ფოლსის ერთ-ერთი უბნის, ლავკანალის ასობით მცხოვრები.

1978
ბიომრავალფეროვნების დაცვა
აფხაზეთში იქმნება ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის საერთო ფართობი 40 734 ჰექტარია. მისი დაარსების მიზანი ხელუხლებელი წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების შენარჩუნებაა.
ფოტო: ალექსანდრ იაროვიკოვი (ფსხუ-გუმისმთის ნაკრძალი)
1979
თრი-მაილ-აილენდი
პენსილვანიის ატომური ელექტროსადგურის ნაწილობრივ გადახურებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ბევრ ამერიკელს ატომურ ენერგიაზე აუცრუა გული.

1980-იანი წლები
მსოფლიო მოსახლეობა 1980 წელს:
4,5 მილიარდი
1980
ალასკის ველური მიწების დაცვა
მიწების კონსერვაციის აქტით ხელუხლებელი ბუნების 40 მლნ ჰექტარი დაცულ ტერიტორიად ცხადდება.

1985
ჟინვალის წყალსაცავის გავლენა
ჟინვალის ჰიდრო-ელექტროსადგურის ასაშენებლად მდინარე არაგვზე აგებენ კომპლექსურ წყალსაცავს, რაც სრულიად არღვევს მდინარის ეკოსისტემას; წყალქვეშ ექცევა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც მხოლოდ ზამთარში ამოდის წყლიდან.
ფოტო: SHUTTERSTOCK (ჟინვალის წყალსაცავი)

1985
ოზონის ხვრელის აღმოჩენა
მეცნიერებმა ანტარქტიდის თავზე დამცავი ოზონის შრის ძლიერი შეთხელება (წითლად) დააფიქსირეს. დამნაშავეები: ქლორ-ფთორ-ნახშირბადები და სხვა ქიმიკატები.
ფოტო: NASA (ოზონი)

1986
ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის ავარია
სსრკ-ში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორი ფეთქდება. აფეთქება და რადიაცია 30 ადამიანს კლავს და საჭირო ხდება 2800 კმ-ის რადიუსით ხალხის ევაკუაცია.
ფოტო: AP IMAGES (ჩერნობილი)
1987
მონრეალის პროტოკოლი
ოზონის ხვრელის აღმოჩენიდან ორიოდე წელიწადში მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, ეტაპობრივად უარი თქვან ოზონის შრის განლევის გამომწვევ ნივთიერებებზე.

1987
სვავების გადარჩენა
კალიფორნიული სვავების უკანასკნელი 27 ინდივიდი ტყვეობაში გასამრავლებლად მიჰყავთ. დღეს უკვე 200-ზე მეტი სვავი ცხოვრობს ველად.
ფოტო: ჯოელ სარტორე, NAT GEO PHOTO ARK (სვავი)
1988
სათბურის ეფექტის გამოვლენა
NASA-ს კლიმატოლოგი ჯეიმს ჰანსენი ატყობინებს აშშ-ის კონგრესს, რომ წიაღისეული საწვავის წვისაგან გამოყოფილი ნახშირორჟანგისა და სითბოს დამჭერი სხვა აირების გამო პლანეტის დათბობა დაიწყო.

1989
Exxon Valdez
პრინც უილიამის ყურეში, ალასკის მახლობლად, 11 მილიონი გალონი ნავთობი ჩაიღვარა სუპერტანკერიდან ზღვაში.
ფოტო: ნატალი ბ. ფობსი (EXXON)

1990-იანი წლები
მსოფლიო მოსახლეობა 1990 წელს:
5,3 მილიარდი
1990
IPCC-ის პირველი პროგნოზი
გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფი (IPCC) გამოსცემს ანგარიშს გლობალური დათბობის შესახებ. პროგნოზების უმეტესობა მართლდება.

1990
სპილოს ძვლით საერთაშორისო ვაჭრობის აკრძალვა
აფრიკულ სპილოებზე ბრაკონიერობა ცოტა ხნით მცირდება, 2016 წელს კენიაში ჩამორთმეულ სპილოს ძვალს წვავენ.
ფოტო: ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი (სპილოს ძვალი)
1990
მჟავურ წვიმასთან ბრძოლა
აშშ-ის სუფთა ჰაერის აქტის შესწორებები ხელს უწყობს მჟავური წვიმების და ოზონის ცვეთის შემცირებას.

1991
ქრცვინის დაბრუნება
აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სამსახურის მეცნიერების მიერ ტყვეობაში გამრავლების პროგრამის შედეგად, ერთ დროს ველურ ბუნებაში გადაშენებული შავფეხება ქრცვინი ქვეყნის დასავლეთში ბრუნდება.
ფოტო: ჯოელ სარტორე, NAT GEO PHOTO ARK (ქრცვინი)
1991
ქუვეითის ნავთობის ხანძრები
ერაყი ცეცხლს უკიდებს ქუვეითის 600-ზე მეტ ჭაბურღილს. 1,5 მილიარდი ბარელი ნავთობი დაიწვა და დაიღვარა.

1995
თეთრთავა ფსოვის პოპულაციის აღდგენა
მას „გადაშენების პირას მყოფის“ სტატუსი უმსუბუქდება „საფრთხეში მყოფით“. დღეს უკვე ამოღებულია წითელი ნუსხიდან.
ფოტო: ჯონ ისტკოტი და ივა მომატიუკი, NGIC (ფსოვი)
1995
ამაზონის ტყის დაკარგვა
გაუტყეურების ტემპი მკვეთრად იზრდება საძოვრების შექმნის მიზეზით. საქონლის ხორცის წარმოება ტროპიკული ტყის ჩეხას იწვევს.
1996
CITES – ვაშინგტონის კონვენცია
საქართველო 182 სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან ერთად უერთდება კონვენციას საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ.

1996
ტყვიის შემცველი ბენზინის აკრძალვა
აშშ-ში
ეტაპობრივად შემცირების ხანგრძლივი პროცესი სრულდება; შედეგად, მკვეთრად ეცემა ტყვიის შემცველობა მოსახლეობის სისხლში. 2000 წელს იმავეს იმეორებს ევროპის უდიდესი ნაწილი, ხოლო 2005 წელს – საქართველო.
ფოტო: სარა ლინი (ბენზინგასამართი)

1997
ამფიბიების აპოკალიფსი
დგინდება, ადამიანის მიერ გავრცელებული კანისმჭამელი სოკოები ასეულობით დასახელების ამფიბიას კლავენ.
ფოტო: ჯოელ სარტორე, (ბაყაყები)
1997
კიოტოს პროტოკოლი
37 სახელმწიფო და ევროპული თანამეგობრობა CO2-ის ემისიის შემცირებაზე თანხმდება, საქართველო 1999 წლიდან უერთდება.

1999
ოქროს ბრინჯი
აფრიკელებისა და აზიელების რაციონის კვებითი ღირებულების გასაზრდელად, ბრინჯს A ვიტამინს უმატებენ.
ფოტო: კრეგ კატლერი (ბრინჯი)

2000-იანი წლები
მსოფლიო მოსახლეობა 2000 წელს:
6,1 მილიარდი
2000
ჰიბრიდული რევოლუცია
Prius-ი, Toyota-ს მიერ პირველი მასობრივად წარმოებული ავტომანქანა ერთ-
დროულად ბენზინის ძრავითა და ელექტრომოტორით, აშშ-ში შედის და საწვავის ეფექტიანობის ეტალონად იქცევა.

2002
კალიფორნია მზის ენერგიაზე გადადის
შტატმა აიღო ვალდებულება, 2017 წლამდე ელექტროენერგიის 20% განახლებადი რესურსებით გამოემუშავებინა. ის მიზანს აჭარბებს და 2045 წლისათვის 100%-იან ნიშნულს უმიზნებს.
ფოტო: PARAMOUNT CLASSICS, PHOTOFEST (მზის პანელები)
2002
ლარსენის შელფური მყინვარის B სეგმენტის ჩამოშლა
NASA-ს თანამგზავრი აფიქსირებს 3250 კვ. კმ-იანი შელფური მყინვარის ერთთვიანი დაშლის პროცესს სწრაფად დათბობის ფონზე.
2005
ქარიშხალი „კატრინა“
ამერიკის ყველაზე დიდი ზარალის მომტანი შტორმი 1833 ადამიანს კლავს.

2006
ალ გორის ფილმი
„უხერხული სიმართლე“
კლიმატის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსაც იმსახურებს, თუმცა საფრთხის აღკვეთის მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა.
ფოტო: დევიდ გუტენფელდერი (ალ გორი)
2006
ხე-ტყის ჩეხა
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს 20-წლიან ლიცენზიას ხე-ტყის მოპოვებაზე.

2006
ფუტკრის კოლონიების დაცემა
მეფუტკრეები აცხადებენ მუშა ფუტკრების იდუმალი გაუჩინარებისა და ამის შედეგად კოლონიების დაშლის შესახებ.
ფოტო: ინგო არნდტი (ფუტკარი)

2006
თეთრი ცხვირის სინდრომი
სოკოვანი ინფექცია კლავს სხვადასხვა სახეობის მილიონობით და გადაშენების საფრთხეში მყოფ მცირე ყავისფერ ღამურას.
ფოტო: სტივენ ალვარესი (ღამურა)
2006
ზვიგენის ფარფლების ჭრა
მეცნიერთა გამოთვლით, ყოველ წელს 26-73 მილიონ ზვიგენს კლავენ ფარფლებისთვის. ეს თავზარდამცემი რიცხვი განგაშის ზარების რეკვას იწვევს.

2008
ლექტროავტომობილები პრესტიჟული ხდება
Tesla Motors-ი უშვებს თავის პირველ ავტომანქანას, სრულიად ელექტრულ Roadster-ს. ტესტირების დროს ეს მანქანა ერთი დამუხტვით უპრეცედენტო მანძილს, 400 კილომეტრს გადის.
ფოტო: ძრავის ეროვნული მუზეუმი, GETTY IMAGES (TESLA)

2008
გლობალური თესლის ბანკი
ნორვეგია არქტიკის მთის შუაგულში „სვალბარდის გლობალური თესლის საცავს“ ხსნის, სადაც მომავალი თაობების დაზღვევის მიზნით გაყინულ მდგომარეობაში 4,5 მილიონამდე მცენარის თესლი შეიძლება შეინახოს.
ფოტო: ჯიმ რიჩარდსონი (თესლის ბანკი)

2010-იანი წლები
მსოფლიო მოსახლეობა 2018 წელს:
7,6 მილიარდი
2011
ფუკუშიმას კატასტროფა
მიწისძვრა და ცუნამი იწვევს იაპონიის ატომური ელექტროსადგურის სამი რეაქტორის გადახურებას. რადიაქტიური მასალა იფრქვევა ჰაერსა და ზღვაში.
2012
ქარიშხალი „სენდი“
იტბორება ნიუ-იორკი; ზარალი 73 მილიარდ დოლარს აღწევს.
2012
არქტიკული ყინულის ფართობი
მცირდება რეკორდულ მინიმუმამდე – 3,29 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე.
2014
ქურციკების რეინტროდუქცია საქართველოში
ამ სახეობის აღსადგენად ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) 80-მდე ქურციკის ეტაპობრივ შემოყვანას იწყებს აზერბაიჯანიდან. მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქურციკების უკვე მეხუთე თაობა იბადება.
2015
პარიზის შეთანხმება კლიმატის შესახებ
195 ქვეყნის ლიდერი თანხმდება, გლობალური დათბობის მაჩვენებელი 2 გრადუსს არ გასცდეს. მოგვიანებით მრავალი ქვეყანა ამცირებს ემისიას. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეთანხმებიდან გავა.

2015
თბილისის წყალდიდობა
ინტენსიური ნალექით და ჩამოწოლილი მეწყერით ადიდებული მდინარე ვერე ტბორავს თბილისის ნაწილს და თითქმის სულ ანადგურებს ზოოპარკს. იღუპება 19 ადამიანი.
ფოტო: გიორგი ბუხაიძე (თბილისის წყალდიდობა)

2016
ლარსენის C სეგმენტის ბზარი
2002 წელს ლარსენის შელფური მყინვარის B სეგმენტის ჩამოშლის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ანტარქტიდის ნახევარკუნძულის შემდეგი მასიური შელფური მყინვარი იბზარება.
ფოტო: NASA-ს დედამიწის ობსერვატორია, ჯონ ზონტაგი (LARSEN C)
2016
ძუძუმწოვართა გადაშენება
კლიმატის ცვლილებით გადაშენებული პირველი ძუძუმწოვარი: Melomys rubicola.

2017
ბორჯომის ტრაგედია
20 აგვისტოს ხელმეორედ ჩნდება ცეცხლი ბორჯომის ხეობაში და გრძელდება 27 აგვისტომდე. ტყის საფარი გადაიწვება მიახლოებით 100 ჰექტარზე; ამჯერად, ცეცხლი იჭრება ტყის იმ მასივშიც, რომელიც 2008 წლის ხანძარს გადაურჩა.
ფოტო: დავით თაბაგარი (ბორჯომის ტრაგედია)

2019
ავსტრალიის ტყის ხანძრები
მათ შედეგად იწვის ისლანდიაზე დიდი ტერიტორია, იღუპება მილიარდამდე ცხოველი.
ფოტო: მეთიუ ებოტი, NEW YORK TIMES (ავსტრალია)

2019
ამაზონის ჯუნგლების ხანძრები
ტყის ჩეხასთან დაკავშირებული ხანძრები კვამლში ხვევს ბრაზილიის დიდ ნაწილს და ბადებს შიშს, რომ ნოტიო ტროპიკული ტყე შეიძლება მშრალ სავანად გადაიქცეს.
ფოტო: ვიქტორ მორიამა, GETTY IMAGES (ამაზონი)

2020 წელს
„დედამიწის დღეს“ 50 წელი უსრულდება
დიაგრამები: NGM-ის თანამშრომლები. წყარო: NASA