შვედეთის ჩრდილოეთში, ადგილობრივი საამელი კაცი ჩრდილოეთის ირმის მიზანში ამოსაღებად ემზადება. მისი ვაჟი კი ყურებზე ხელებაფარებული ელის გასროლას. წარმატებული ნადირობა ზამთრისთვის საკვებს უზრუნველყოფს.
ეს ფოტო 2011 წლის National Geographic-ის ყოველწლიური ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. კონკურსზე წარდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა 20 000-ს აჭარბებდა. ისინი 130-ზე მეტი ქვეყნიდან იყო გამოგზავნილი. ჟიურიმ შეარჩია იზაბელ ნორდფჯელის ფოტოები, როგორც ადამიანების კატეგორიაში საუკეთესო. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ngphotocontest.com.