
პერუელი დიდებული და სამოსის ბრჭყალები
არქეოლოგები ამ ადამიანის ძვლების ქიმიურ ანალიზს გეგმავენ
უაკას-დე-მოჩეში (პერუს უდაბნო) პრეინკური ხანის სარიტუალო ცენტრში, დაახლოებით 1300 წლის წინანდელი საფლავი აღმოჩნდა. 30 წლის მამაკაცის ჩონჩხის გვერდით დევს სპილენძის სკიპტრა – ძალაუფლების სიმბოლო მოჩეს კულტურაში. ნაპოვნია მოოქროვილი სპილენძის კატისებრის ბრჭყალებიც, სავარაუდოდ, რიტუალური ბრძოლის დროს გამოყენებული ცხოველის „კოსტიუმიდან” (თათის რეკონსტრუქცია, მარჯვნივ). არქეოლოგები ამ ადამიანის ძვლების ქიმიურ ანალიზს გეგმავენ. მისი რაციონის შესახებ ინფორმაციამ, შესაძლოა, დაადგინოს ქალაქი, რომელსაც იგი მართავდა.