ვინ:
გურანდა ბენიძე, 21 წლის სტუდენტი.
სად:
ზესტაფონის რაიონი, სოფელი როდინაული.
რა:
Canon EOS 1200D + 18-55 kit lens
ამბავი:
ფოტოზე გამოსახულ ქალბატონს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, რადგან ის დედაჩემია – ნატალია აბესაძე. დედა სოფლის სკოლაში ასწავლის მუსიკას და ჩვეულებრივ ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. პანდემიისა და კარანტინის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მკვეთრად შეცვალა მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმი. ვეცადე, მისი განწყობა, სევდა, შიში და ემოციები ერთ ფოტოზე აღმებეჭდა. ჩემთვის ეს კადრი ზოგადი სახეა იმ რეალობისა, რომელშიც პანდემიის გამო აღმოვჩნდით.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge