ქანდაკება საიდუმლოთი
დელფინი, რომელიც თევზს მიირთმევს, ადრეული ქრისტიანების დევნის გამომხატველია, – ამბობს ალექსანდრ ფრაიბერგი
ნეგევში მარმარილოს 41 სმ სიმაღლის ქანდაკება იპოვეს – დელფინი პირში თევზით. ისრაელის სიძველეთა სამსახურმა ის VII საუკუნის შენობის იატაკში იპოვა. იქაური მეცნიერების აზრით, ის უფრო ადრეულია და შემდეგ დასაგებ ქვად გამოიყენეს. შესაძლოა, ერთ დროს ზღვის ბერძნული ღვთაების, პოსეიდონის ქანდაკების ნაწილიც ყოფილიყო. თუმცა, შეიძლება ერთგვარ ალეგორიასაც წარმოადგენდეს: „დელფინი, რომელიც თევზს მიირთმევს, ადრეული ქრისტიანების დევნის გამომხატველია, – ამბობს ალექსანდრ ფრაიბერგი, – შესაძლოა, ქანდაკებას ბიზანტიური წარმომავლობა ჰქონდეს“.