
ქვიშის ოინები
სალოპეკი ადამიანის მიგრაციის გზას გადის აფრიკიდან სამხრეთ ამერიკაში. ამ მოგზაურობას „სვლა ედემიდან“ ჰქვია
ამბობენ, რომ უზბეკეთის უდაბნოებში ეშმაკი სულები ბინადრობენ, რომლებიც მგზავრებს გზას უბნევენ და საგზალს პარავენ.
National Geographic-ის ავტორმა პოლ სალოპეკმა ცენტრალურ აზიაში, უძველეს აბრეშუმის გზაზე ფეხით მოგზაურობისას, მრავალი ისტორია მოისმინა ამ ჯინების შესახებ. ერთ მშვენიერ დილას კი, ყიზილყუმის უდაბნოში, წინასწარ ჩამარხული წყლის კასრები დაცლილი დახვდა.
სალოპეკი ადამიანის მიგრაციის გზას გადის აფრიკიდან სამხრეთ ამერიკაში. ამ მოგზაურობას „სვლა ედემიდან“ ჰქვია. 2016 წელს მან ოთხნახევარი თვე გაატარა უზბეკეთში, სადაც აბრეშუმის გზის თანამედროვე მოდელი აღმოაჩინა: რამდენიმე ტრილიონდოლარიანი პროექტი, რომელსაც ჩინეთი უდგას სათავეში და „სარტყელი და გზა“ ჰქვია – ის აზიის, ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის შემაერთებელი ინფრასტრუქტურის ქსელია.
ძველ, შორეულ აბრეშუმის გზებზე სამოგზაუროდ, წაიკითხეთ პოლ სალოპეკის სტატია National Geographic-ის დეკემბრის გამოცემაში.