რბოლა ანტარქტიდისთვის
სტატიის ავტორი კაროლინ ალექსანდერი მის მიერ სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მოწყობილი ექპედიციის პერიპეტიებზე მოგითხრობთ


რბოლა ანტარქტიდისთვის
სტატიის ავტორი კაროლინ ალექსანდერი მის მიერ სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მოწყობილი ექპედიციის პერიპეტიებზე მოგითხრობთ
ეს სიტყვები ცნობილ ნორვეგიელ მოგზაურ რუალ ამუნდსენს ეკუთვნის. სტატიის ავტორი კაროლინ ალექსანდერი მის მიერ სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მოწყობილი ექპედიციის პერიპეტიებზე მოგითხრობთ.
ამუნდსენს სამხრეთ პოლუსის დამპყრობლის ტიტულს ასე იოლად არავინ მიართმევდა. ცნობილი გახდა, რომ სამხრეთისკენ კაპიტანი რობერტ ფოლკონ სკოტის ანტარქტიკის შემსწავლელი ბრიტანული ექსპედიციაც მიემართებოდა. ამუნდსენი კარგად იცნობდა მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, ამიტომ არ დაელოდა პოლარული გაზაფხულის ამინდის დადგომას. ამას მოჰყვა ძაღლების დაღუპვა. ექსპედიციის წევრების მოყინული ტერფების მკურნალობას კი მთელი თვე დასჭირდებოდა.
ამუნდსენი ერთი დინჯი და აუღელვებელი პროფესიონალი გახლდათ. სხვა იყო სკოტი, რომელიც გალანტურ ბრიტანელებთან ერთად გასაოცარი გამბედაობით იბრძოდა თითოეული კილომეტრისთვის და ტრაგიკულად დაიღუპა სწორედ იქ, იმ ყინულებში.
1911 წლის სექტემბრის ცრუ სტარტი მიგვანიშნებს, რომ პოლარულ ექსპედიციებში გარანტირებული შედეგი არ არსებობს. ფრთხილ ამუნდსენს დიდი ამბიციებიც აწუხებდა და როგორც ყველა თავგანწირულ მკვლევარს, საშიში ოცნებები მასაც ველური ადგილებისკენ ექაჩებოდა. ამუნდსენის სიდიადე კი სწორედ ის იყო, რომ მას ამ დამთრგუნველი იმპულსების მოთოკვა შეეძლო. ოთხი დღის შემდეგ, ამუნდსენმა აუღელვებლად აწონ-დაწონა საკუთარი გუნდის მდგომარეობა და დღიურში ჩაწერა: „გადავწყვიტე სასწრაფოდ ბანაკში დავბრუნებულიყავი და გაზაფხულს იქ დავლოდებოდი. თამაშის მოგება თუ გვინდა, სათანადო სვლების გაკეთებაც უნდა შეგვეძლოს. ფიგურის ერთმა არასწორმა სვლამ შეიძლება ყველაფერი დაგაკარგვინოს“.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.