
რჩევები ჭურჭლის რეცხვისთვის, თუ წყლის და ენერგიის დაზოგვა გსურთ.
ნუ გარეცხავთ ხელით
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ხელით რეცხვისას გამოყენებული წყლის მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავს და ნაკლებ სათბურის აირებსაც გამოყოფს.
განაახლეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ახალი და ეფექტური მოდელები მხოლოდ 8,7 ლიტრ წყალს იყენებენ – რაც ხელით რეცხვისას ერთ წუთში იხარჯება.
მოფხიკეთ წყალში გავლების ნაცვლად
წინასწარ ნუ გაავლებთ ჭურჭელს ონკანის ქვეშ. მიმხმარი საჭმლის ნარჩენების მოსაშორებლად ჭურჭლის სარეცხი მანქანის გავლების რეჟიმის ჩართვა სჯობს.
დაელოდეთ, სანამ ჭურჭელი თავისით გაშრება
დარწმუნდით, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაშრობის რეჟიმი გამორთულია. ამით მანქანის მიერ გამოყოფილ ნახშირჟანგს 10 პროცენტით შეამცირებთ.
გარეცხეთ გონივრულად
ჭურჭლის ხელით გარეცხვის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წყლით სავსე ორი თასი.

პლანეტის დახმარების შესახებ სხვა ამბების მოსაძიებლად გადადით ბმულზე nationalgeographic.ge/category/planet