
REAL MAGIC
ფოტო კონკურსიდან „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
ვინ:
ხათუნა ხუციშვილი, 41 წლის, ფოტოგრაფი
სად:
ციხისძირი, აჭარა, საქართველო
რა:
Canon 5D 50 მმ ლინზით
ამბავი:
Yourshot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა მოგზაურობას, მოძრაობას და იმას, რაც მათ ამ კონკრეტულ ადგილთან აკავშირებდა.
ხათუნა ხუციშვილის ნამუშევარი, რომელიც ციხისძირში, შავი ზღვის სანაპიროზეა გადაღებული, ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი და მისი მოწვეული წევრის, ნესტან ნიჟარაძის რჩეული გახდა: „ფოტო გადაღებულია ჩემს საყვარელ ადგილას, შავი ზღვის სანაპიროზე. როდესაც იქ ვარ, ყველაფერი ჯადოსნურად მესახება, წამოსულს კი არასოდეს მტოვებს უკან დაბრუნების სურვილი“, – წერს ხათუნა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge