
რიფის გაცოცხლება
National Geographic-ის მკვლევარი პაოლა როდრიგეს-ტრონკოსო მექსიკურ პროგრამაში მუშაობდა, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში 6000-ზე მეტი მარჯნის ფრაგმენტი გადარგო
ლამაზი და ფაქიზი მარჯნის რიფები, რომლებიც მსოფლიოს ტროპიკულ ოკეანეებშია გავრცელებული, კლიმატის ცვლილების, ქარიშხლებისა და გაუფერულების და დასუსტების საფრთხის ქვეშაა, ახლა კი მარჯნის გადარგვის პროგრამების მხარდაჭერით, მოგზაურებს მათ აღდგენაში დახმარება შეუძლიათ.
National Geographic-ის მკვლევარი პაოლა როდრიგეს-ტრონკოსო მექსიკურ პროგრამაში მუშაობდა, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში 6000-ზე მეტი მარჯნის ფრაგმენტი გადარგო. ამ პროექტის ფარგლებში მყვინთავები ოკეანის ფსკერიდან ფრაგმენტებს აგროვებენ, რომლებიც რიფებიდან ქარიშხლებმა ან ტალღებმა მოტეხა. შემდეგ ისინი ჯანმრთელ ნაწილებს იმავე ან ახლომდებარე რიფებზე ნერგავენ.
კურორტები და კონსერვაციაზე მომუშავე ჯგუფები ამ ღონისძიებებში დამსვენებლების ჩართვასა და მათ განათლებას იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ გადარგული ფრაგმენტები ნელა იზრდება, ყოველი მათგანი რიფის მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის ნაწილი შეიძლება გახდეს. „ეს ის პატარა თესლია, რომელიც შეიძლება, ძალიან დაგვეხმაროს“, – ამბობს როდრიგეს-ტრონკოსო.