როცა კერძის მომზადება კლავს
მთელ მსოფლიოში დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანი საჭმელს ღია ან ნახევრად ღია ცეცხლზე ამზადებს. ეკოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვებისთვის
ჩვეულებრივ, ღია ცეცხლზე მომზადებისას, იმავე რაოდენობის კვამლი წარმოიქმნება საათში, რამდენიც 400 ანთებული სიგარეტის შემთხვევაში. განვითარებად ქვეყნებში კვამლის შესუნთქვით გამოწვეული დაავადებები სიკვდილის მნიშვნელოვანი მიზეზია 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ქალებში. ცეცხლის ასანთებად, ოჯახმა შეიძლება კვირაში 20 საათი დახარჯოს და კიდევ უფრო მეტი – შეშის შესაგროვებლად.

„პირველი, რასაც დილაობით ვაკეთებთ, ვყლაპავთ კვამლს“, – ამბობს მარკო ტულიო გუერა. ის გვატემალის აღმოსავლეთით სოფელში გაიზარდა. მისმა ძმამ ბავშვობაში რამდენჯერმე მიიღო დამწვრობა ღია ცეცხლზე. გარდა ამისა, იჩეხება ტყე, შავი ნახშირბადი კი მზის სინათლის შთანმთქმელი ჭვარტლის მთავარი წყარო და კლიმატის ცვლილების ხელშემწყობია.
თუმცა, ქურის გამოცვლა ბევრად იოლია, ვიდრე ადამიანთა ჩვევების შეცვლა. ახალი ქურა საოჯახო საქმიანობისთვის აბსოლუტურად მისაღები რომ გახდეს, ქურა იაფი და იოლად მოსახმარი უნდა იყოს, საწვავი კი – ხელმისაწვდომი. ამ მიზნების ერთდროულად მიღწევა კი რთულია. მტრისას, თუ ამ ქურაზე მომზადებული კერძი არც ისე გემრიელი გამოვა!
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.