
როგორ ინელებენ რძეს მსოფლიოში
მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 68% რძეს ვერ ინელებს
ჭიქა რძის დალევის შემდეგ, შესაძლოა, მუცელი აგტკივდეთ. მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 68% რძეს ვერ ინელებს.
ეს ლაქტოზას აუტანლობაა. მიზეზი რძის შაქრის – ლაქტოზას დამშლელი ფერმენტის – ლაქტაზას უკმარისობაა. ევოლუციური გენეტიკოსის, პასკალ ჟერბოს თქმით, ბავშვის ძუძუდან მოცილების შემდეგ, ლაქტაზას მოქმედება სუსტდება. ზრდასრულ ასაკში ამ ფერმენტის წარმოქმნა მოსახლეო-ბის მცირე ნაწილში გრძელდება.
რატომ ხდება ასე, გაურკვეველია. ჟერბო ამბობს, რომ რძის აუტანლობა უფრო იმ რეგიონებშია დამახასიათებელი, სადაც ისტორიულად არ აშენებდნენ ძროხას, თხასა და ცხვარს.