
სამყაროს შექმნა
რუკის ყოველი სექცია ხელით იხატება და იჭიმება. მრავალი ხელსაწყოც საგანგებოდ უნდა დამზადდეს
პიტერ ბელერბის გლობუსის გაკეთება უნდოდა მამის მეოთხმოცე დაბადების დღისთვის. მან მამას საჩუქარი ორი წლის დაგვიანებით მიუტანა, მანამდე კი სახლის გაყიდვა და მსოფლიოში ერთადერთი, გლობუსების შეკვეთით დამამზადებელი კომპანიის – Bellerby & Co.-ს დაარსება მოასწრო. გლობუსების შექმნა ძალიან დელიკატური სამუშაოა: რუკის ყოველი სექცია ხელით იხატება და იჭიმება. მრავალი ხელსაწყოც საგანგებოდ უნდა დამზადდეს. „მეგლობუსეებისთვის იარაღების მაღაზიები არ არსებობს“, ხუმრობს ბელერბი.
სფერული საზომი
განედების ზუსტად დასატანი ხელსაწყო.
აკვარელის აქსესუარები
ხელით შეზავებული აკვარელების ქილები და მათი გამოსაცდელი პალიტრა.
მაგიდის გლობუსი
მცირე, 23-სანტიმეტრიანი მწვანე გლობუსი. ყველაზე დიდების დიამეტრი 127 სანტიმეტრია.
ფუნჯი
დიდ გლობუსებზე საღებავის დასატანად.
გრავირების ხელსაწყოები
ძირებზე პერსონალური წარწერების დასატანი ბასრი ხელსაწყოები.
დიდი ფარგალი
გამოიყენება დიდ გლობუსებზე განედების დასატანად.
შიდა ლილვი
გლობუსს ღერძზე ბრუნვის საშუალებას აძლევს. ქვედა ნაწილი გლობუსს ძირზე ამაგრებს.
რუკის ნაჭერი
რუკის ხელით ამოჭრილი, საღებავის პირველი ფენით დაფარული ნაწილი.
კარაკინი
სფეროს გარშემოწერილობის გასაზომად.
კალიგრაფიული კალამი და ფუნჯები
კალამი გლობუსზე პერსონალური წარწერების დასაწერად გამოიყენება, ფუნჯები კი – აკვარელისთვის.
საშრობი ქაღალდი
ერთი ზედმეტი წვეთის გამო შეიძლება სამუშაოს თავიდან დაწყება გახდეს საჭირო, ამიტომ ეს ქაღალდი ფუნჯებიდან ზედმეტ საღებავს იწოვს.
ხის ძირი
ხის ძირზე დამაგრებული გორგოლაჭები გლობუსს 360 გრადუსით ბრუნვის საშუალებას აძლევს.
მთავარი მხატვრის წიგნი
მთავარი ოსტატი გლობუსების ფერებს წიგნში ინიშნავს.
დამცავი ნაჭერი
ქსოვილი, რომელზეც ბელერბის ლოგოა დატანილი.