საქათმიდან პოდიუმამდე
როდესაც პორტრეტისტმა ფოტოგრაფმა ფოკუსი შინაური ფრინველებისკენ მიმართა, მათი მორცხვი, სასაცილო და უჩვეულოდ ადამიანური მხარეებიც აღმოაჩინა.

ფოტოგრაფ ალექს ტენ ნაპელის მიზანი პორტრეტებით შინაურ ფრინველთა ხასიათის წარმოჩენაა.
ქათამი „მხოლოდ კვერცხს არ გვაძლევს“, – ამბობს ალექს ტენ ნაპელი, რომელიც 2014 წლიდან მშობლიური ნიდერლანდების გარშემო შინაურ ფრინველს დაეძებს. ტენ ნაპელი XVII საუკუნის ნიდერლანდელ მხატვარ მელხიორ დე ჰონდეკუტერისგან იღებს შთაგონებას და განათებით, დეკორაციებითა და პოდიუმის მსგავსი სცენით ქათმები საქათმიდან სრულიად ახალ კონტექსტში გადაჰყავს.
„ვიმედოვნებ, ამ ფოტოებზე ქათმებს ამაყ ან სასაცილო არსებებად დაინახავთ, – ამბობს იგი, – ისინი ტანმოვარჯიშეებსა და ბალერინებს შეიძლება ჰგავდნენ. ადამიანები ხომ ქათმებს ასე არ იხსენიებენ“.
პოლონური დედლები, ადამიანებთან შედარებით მომთმენი მოდელები არიან, აღნიშნავს ტენ ნაპელი. პოლონურ მამლებსა და სხვა შთამბეჭდავ ქათმებს შეჯიბრებისთვის ამრავლებენ და არა საკვებად. მეცნიერთა ვარაუდით, ადამიანმა ქათამი პირველად 7000-10 000 წლის წინ მოიშინაურა.

ტენ ნაპელი პირველად დაახლოებით 10 წლის წინ, პირენეებში ლაშქრობისას გადააწყდა ქათამს პირისპირ. ამ ფრინველთან მყისიერი კავშირი იგრძნო და ის შემდეგ მის მთავარ ფოტოგრაფიულ მუზად იქცა.
შინაური ფრინველის, მტრედის, გალიის ფრინველის, კურდღლისა და ზღვის გოჭის მომშენებელთა ევროპული ასოციაცია ქათმების ასზე მეტ ჯიშს ცნობს, აქ და მარცხნივ გამოსახული პოლონურიდან ბრაბანტერამდე და ჰოლანდიურ ბანტამამდე.

თითოეული ინდივიდის განსხვავებული თვისებების მიუხედავად, ტენ ნაპელმა მოგზაურობისას გარკვეული კანონზომიერებები შენიშნა. მისი თქმით, მამლები დიდები, თვალსაჩინოები და შთამბეჭდავები არიან, თუმცა, ტენ ნაპელს დედლებისკენ უფრო მიუწევს გული. „დედლები მეცოდებიან, იმდენად დაუცველები არიან, – ამბობს იგი, – გულს ისე მიჩუყებენ, რომ მინდება დავიცვა“.
პორტრეტული ფოტოგრაფიის სპეციალისტი ტენ ნაპელი 25 წლის განმავლობაში ადამიანებზე იყო კონცენტრირებული. როგორც ამბობს, ამ ტიპის ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი ქათმებმა განუახლეს. „მათ ვერ ვუხელმძღვანელებ. მომთმენი უნდა ვიყო და დავაკვირდე, თავს როგორ წარმოაჩენენ, – დასძენს იგი, – მათგან ყველაფერი საჩუქარია“.
შინაური ფრინველით გატაცების შემდეგ ტენ ნაპელს თავისი ლინზა სხვა სუბიექტებზეც გამოუცდია, თუმცა ასე სრულად მის ინტერესს არაფერი იპყრობს. „წელს მივბრუნდი სელექციონერებთან“, – ამბობს იგი, – და შემდეგ სერიებზე ვიმუშავებ, სანამ ფოტოების გადაღება შემეძლება“.