
სასარგებლო ღამურები
საშიში, სისხლისმსმელი ღამურა საკმაოდ ჭკვიანი, თავაზიანი ცხოველია და ადამიანისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი
ალბათ, ძუძუმწოვართა შორის, ღამურაზე ყველაზე არასწორი წარმოდგენა გვაქვს. საშიში, სისხლისმსმელი ღამურა საკმაოდ ჭკვიანი, თავაზიანი ცხოველია და ადამიანისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ღამურები მოსავლის გამანადგურებელი ღამის პეპლით იკვებებიან და ამ გზით სიმინდის ბიზნესს ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტს უზოგავენ – ნათქვამია ღამურათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში. ეკოლოგი ჯოსია მეინი ამბობს, რომ ყანების ღამურებისგან დაცვის შემთხვევაში, სიმინდის მარცვალი 50%-ით უფრო მეტად ზიანდება. „ბევრ ადამიანს ეშინია ღამურის, – ამბობს მეინი, – მაგრამ ისინი დიდ სამსახურს გვიწევენ“.