
სასაზღვრო მოგონებები
ამ ფოტოს ავტორი უცნობია, თუმცა კარგად ვიცით, ვინ შემოინახა იგი
1890 წელია. ქალაქი მეისონი (ტეხასი), ერთ დროს სასაზღვრო დასახლება, რომლისთვისაც ახალმოსახლეები და მკვიდრი ამერიკელები ერთმანეთს ებრძოდნენ, აყვავებულ რანჩოდ იქცა.
ამ ფოტოს ავტორი უცნობია, თუმცა კარგად ვიცით, ვინ შემოინახა იგი. ნოა ჰამილტონ როუზმა (1874-1952), ძველი დასავლეთის მემატიანემ, ათასობით ფოტო შეაგროვა მეისონსა და სხვა სასაზღვრო სოფლებში.
ამ დღეს შეკრებილი ხალხი, შესაძლოა, რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას აღნიშნავს: „მეისონ-ნიუსის“ შენობის თავზე ამძვრალი მამაკაცი გაზეთს აფრიალებს, თან ქუდს იხდის, პატივისცემის ნიშნად.