ვინ:
გიორგი ინდუაშვილი, 36 წლის, ხელოვანი.
სად:
ხელოვანის სახელოსნო, თბილისი.
რა:
ხელით მიღებული ქიმიური ფოტოგრაფიული გამოსახულება კამერა-ობსკურის გარეშე. ფოტოგრაფიული პროცესი, რომელიც ფოტობეჭდვისას ცისფერ გამოსახულებას იძლევა 1842 წელს, ინგლისელმა ფიზიკოსმა სერ ჯონ ჰერშელმა გამოიგონა.
ამბავი:
გიორგი ინდუაშვილმა ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების პრობლემაზე ყურადღების მისაპყრობად ციანოტიპის ფოტოგრამები შექმნა. ცისფერ ფონზე პოლიეთილენის პარკისგან „გამოძერწილი~ ზღვის ბინადრებით ხელოვანი მიგვანიშნებს, რომ „უხილავი ძალების იმედად მყოფი კაცობრიობა” მშვიდად განაგრძობს პლასტმასის მოხმარებას მაშინ, როდესაც 8 მილიონ ტონაზე მეტი ნარჩენი ტივტივებს იქ, სადაც ოდესღაც სიცოცხლე წარმოიშვა ჩვენს პლანეტაზე: „და თუ გეტყვით, რომ ეს ნამუშევარი ხმელეთზე გამორიყული ვეშაპის კუჭში არსებული ნაგვისგან შევქმენი, განა შეიცვლება ამით რამე?” – გვეკითხება იგი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge