
სათადარიგო ფუტკრები?
გემრიელი თაფლის მოცემის გარდა, ფუტკრებს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი დამსახურება აქვთ
დედა ფუტკარი ორიდან სამ წლამდე უნდა ცოცხლობდეს. აშშ-ში კი მეფუტკრეები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა განახევრდა. მიზეზი უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მრავალ ფაქტორს შორის პარაზიტები, პესტიციდები და ჰაბიტატის განადგურება ფიგურირებს.
გემრიელი თაფლის მოცემის გარდა, ფუტკრებს (აშშ-ის არამკვიდრი არსებებს) სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი დამსახურება აქვთ: დამტვერვა. მათ გარეშე მრავალი კულტურა დაზარალდება. როგორც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ენტომოლოგი დევიდ ტარპი ამბობს, ამერიკელ მეფუტკრეთა 90% მოყვარულია, სკების უმრავლესობა კი მსხვილ კომპანიებს ეკუთვნის.
კვების მრეწველობისთვის კოლონიების შემცირება გამანადგურებელი იქნება, ამიტომ ალტერნატივებია მოსაძებნი. აშშ-ის ფუტკრების უმრავლესობა იტალიური წარმოშობისაა და გარკვეული პარაზიტის მიმართ მგრძნობიარეა. არსებობს რუსული წარმოშობის, უფრო გამძლე ფუტკარიც, თუმცა, ორი ნაკლი აქვს: ნაკლებ თაფლს აწარმოებს და დიდი ფართობის ფერმების დამტვერვას ვერ უზრუნველყოფს.
კიდევ ერთი გამოსავალია ჩრდილოამერიკული ველური ფუტკრების მოშველიება, რომელთაც იდეალურად შეუძლიათ დამტვერვა. „თაფლის შემოტანა კი სხვა ქვეყნიდანაც შეიძლება“, – ამბობს ბიოლოგი სემ დროგე.