
სათამაშოები სქესის მიხედვით
ულტრაბგერითი ტექნოლოგიის წყალობით, ბავშვის სქესის წინასწარ გაგება გახდა შესაძლებელი და მწარმოებლებმაც ამით ისარგებლეს
მოზარდებისთვის თამაში, შესაძლოა, შესვენებაა, ბავშვებისთვის კი – ცხოვრება, რომელსაც სათამაშოების დახმარებით სწავლობენ.
სოციოლოგმა ელიზაბეთ სუიტმა გასული საუკუნის „სირსის“ კატალოგიდან 7300 სათამაშო გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ კონკრეტული სქესისთვის განკუთვნილი სათამაშო ტრადიციული როლების გათავისებას უწყობდა ხელს: დიასახლისი – გოგონა, დურგალი – მამაკაცი.
სუიტის თქმით, ფემინიზმის აღზევებასთან ერთად, 1970 წლიდან სქესის მიხედვით კლასიფიცირებულმა სათამაშოებმა აქტუალობა დაკარგა. „სირსის” 1975 წლის კატალოგში სათამაშოების მხოლოდ 2% იყო სქესის მიხედვით დაყოფილი. 1980 წლიდან სიტუაცია შემოტრიალდა. დაიწყო საბავშვო ტანსაცმლის კლასიფიკაცია. ულტრაბგერითი ტექნოლოგიის წყალობით, ბავშვის სქესის წინასწარ გაგება გახდა შესაძლებელი და მწარმოებლებმაც ამით ისარგებლეს. 2015 წლის კვლევით, ბიჭებს ის სათამაშოები მოსწონთ, რომლებიც სივრცითი ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს. განვითარების ფსიქოლოგი ჯეიმი ჯიროუტი ამბობს, რომ გოგონებზე ორიენტირებული ხაზი უფრო აქტიურ თამაშზეა ფოკუსირებული, ვიდრე კონსტრუქციებზე. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, მათი ზრდასრულობა განსაზღვროს: „სივრცითი უნარების ნაკლებობის გამო, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში იშვიათად გვხვდება ქალი“, ამბობს ჯიროუტი.