
სცენები სინაგოგიდან
ჯგუფმა ფერადი ქვებით გაწყობილი საოცარი სცენები აღმოაჩინა
2011 წელს სოფელ ჰუქოქში (ისრაელი) V საუკუნის სინაგოგის გათხრებისას, არქეოლოგი ჯოდი მაგნესი მოზაიკას წააწყდა. ჯგუფმა ფერადი ქვებით გაწყობილი საოცარი სცენები აღმოაჩინა.
ორ სცენაზე გამოსახულია ბიბლიური გმირი სამსონი, რომლის სინაგოგაში გამოსახვა არცთუ ჩვეულებრივია; სხვაზე – მეომარი სპილოები მოჩანს, რაც ამ გარემოსთვის კიდევ უფრო უჩვეულოა. „ეჭვგარეშეა, საქმე პირველ არაბიბლიურ ამბავთან (რაც კი აქამდე აღმოჩენილა) გვაქვს, რომელშიც ძველი სინაგოგაა გამოსახული. ებრაულ ბიბლიაში არსადაა ნახსენები სპილოები“, – ამბობს მაგნესი. ჯერჯერობით, ტაძრის მხოლოდ მცირე ნაწილია გაწმენდილი.