
შეხების შეგრძნება
ტვინი ამპუტირებული ან პარალიზებული სხეულის ნაწილის შეგრძნებას ინახავს
კაცი, რობოტის ხელი, ათობით ელექტროდი – ეს იმ ექსპერიმენტის ნაწილებია, რომელიც პარალიზებულ ადამიანს შეხების შეგრძნებას დაუბრუნებს.
ტვინი ამპუტირებული ან პარალიზებული სხეულის ნაწილის შეგრძნებას ინახავს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა შეძლეს, ადამიანს რობოტული სხეულის ნაწილების გონებით კონტროლში დახმარებოდნენ.
ბიოინჟინერი რობერტ გონტი და მისი კოლეგები (პიტსბურგის უნივერსიტეტი) რობოტული სხეულის ნაწილების სხეულში სრულფასოვან „ინტეგრაციას“ ცდილობენ.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა ნათან კოუპლენდი, რომელიც ახალგაზრდობისას ავტოავარიაში მოყვა და მკერდს ქვემოთ თითქმის პარალიზებულია. გონტის ჯგუფმა მას ტვინში მცირე სენსორები ჩაუნერგა და რობოტულ ხელში ამ სენსორებიდან სიგნალების მიღება-გაგზავნის კონფიგურაცია მოახდინა.
31 წლის კოუპლენდს შეუძლია, თვალახვეულმა 84,3%-ის სიზუსტით გამოიცნოს, მისი პროთეზის რომელ თითებს აჭერენ ხელს. მისი თქმით, ის ასევე გრძნობს სითბოსა და ღუტუნს, რაც ძალიან ახარებს და იმედს უსახავს.
გონტის თქმით, საბოლოო მიზანი ტექნოლოგიების შექმნაა, რომლებიც პარალიზებისა და სხეულის ნაწილის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს „უნარშეზღუდულად აღარ დატოვებს“.