
შეხვედრა
ფოტო კონკურსიდან „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
ვინ:
შოთა გალდავა
30 წლის, ფოტოგრაფი
სად:
ყაზბეგი
რა:
Zenit E, Fujicolor c200, 35მმ
ამბავი:
Your Shot – საქართველოს ერთ-ერთი ფოტოკონკურსის, „მოძრაობა და მოგზაურობა – ყველაფერი კავშირშია“ ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა მოგზაურობას, მოძრაობას და იმას, რაც მათ ამ კონკრეტულ ადგილთან აკავშირებდათ.
შოთა გალდავას ნამუშევარი, რომელიც ჭაუხების მასივში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და ხევსურეთის გზაგასაყარზეა გადაღებული, ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა: „ფოტო გადაღებულია ლაშქრობის დროს სოფელ ჯუთიდან ხევსურეთში – აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ სერპანტინზე ფირიანი ფოტოაპარატით. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, ჭაუხები მით უფრო ქრებოდა მხედველობის არეალიდან. ფოტოზე ჩანს ჭაუხების მწვერვალი, იდეალური კონტრასტით თეთრთან. ერთადერთი, რაც კადრს აკლდა, „ფერადი მოგზაური“ იყო. მეგობარს საკუთარი მოსაცმელი შევთავაზე და სახით მწვერვალისკენ დადგომა ვთხოვე, რათა იდეალური კომპოზიცია მიმეღო“, – წერს შოთა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge