
შეუპოვარი მდევარი
ბლადჰაუნდებს შეუძლიათ ადამიანის ორი დღის წინანდელ სუნს მიჰყვნენ
აშშ-ში ბლადჰაუნდის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გამოძიებისთვის მტკიცებულების ძალა აქვს. ეს მდევარი ძაღლია, რომელიც თავისი უნიკალური ცხვირის წყალობით საუკუნეების განმავლობაში პოულობდა დაკარგულ ადამიანებსა თუ დამნაშავეებს. მოშვებული სახის კანი, ლაშებისა და ღაბაბის ჩათვლით, ჩამოყრილი ყურები და უხვი დორბლი, რაც ვიქტორ-ვოლეის კოლეჯის (კალიფორნია) ბიოლოგის ლიზა ჰარვის თქმით, მას სურნელოვანი მოლეკულების „შესრუტვაში“ ეხმარება.
ბლადჰაუნდებს შეუძლიათ ადამიანის ორი დღის წინანდელ სუნს მიჰყვნენ. თუმცა, იშვიათად იბნევიან: „მათ იდენტური ტყუპების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ“, – ამბობს ჰარვი, რომლის კვლევის მიხედვით, ამ ძაღლების ალღო ადამიანის გენეტიკასაც კი სწვდება. საპოლიციო ბლადჰაუნდების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დაგ ლოური ამბობს, რომ „ამ ძაღლებისთვის ადამიანის სუნი თითის ანაბეჭდივითაა“.