
შოკის მომგვრელი სექსი
ელექტრო სატყუარასთან შეწყვილებით სიკვდილი ცუდი დასასრულია
პეწიანასებრი ხოჭო იმ მდედრს ირჩევს, რომლის სხეულზეც ყველაზე მეტად თამაშობს სინათლე. ის ერთ-ერთს უახლოვდება, ფიზიკურ კონტაქტს ამყარებს – და უცებ, 4000 ვოლტი.
ელექტრო სატყუარასთან შეწყვილებით სიკვდილი ცუდი დასასრულია. მაგრამ ენტომოლოგი მაიკლ დომინგო ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს. 2002 წლიდან ამ ხოჭოებმა ჩრდილოეთ ამერიკის მილიონზე მეტი იფანი გაანადგურეს.
დომინგომ და მისმა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგებმა სასიკვდილო, ბატარეაზე მომუშავე მდედრი შექმნეს. თავდაპირველად, მეცნიერებმა 3-D პრინტერი გამოიყენეს, რომლითაც მამრი ხოჭოები დიდად ვერ მოხიბლეს. შემდეგ უფრო რეალისტური და სინათლის ამრეკლავი მოდელი შეიმუშავეს. ტესტირებამ გამოავლინა, რომ ნამდვილი და სატყუარა მდედრები ერთნაირად იზიდავდა მამრებს.
მსგავსი სატყუარების განთავსება იფნარში, ხელს შეუწყობდა ამ ხოჭოების გამრავლების პრევენციას. „თუ დროულად გავიგებთ, სად ჩნდებიან, უკეთაც გავუმკლავდებით“, ამბობს დომინგო.
საარსებო გარემო
ჩინეთის მკვიდრი პეწიანასებრი 2002 წელს ჩიკაგოში აღმოაჩინეს.
საინტერესო ფაქტი
ეს ხოჭოები ხის შიდა ქერქს ჭამენ, რაც წყლის ცირკულაციას არღვევს.