
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
ცხოველების ფიტულების შექმნას ძვლის ხვრეტა და ქსოვილის, ყურებისა და სხვა ნაწილების ჭრა შეიძლება დასჭირდეს
ტაქსიდერმია მშიშრებისთვის არაა. ცხოველების ფიტულების შექმნას ძვლის ხვრეტა და ქსოვილის, ყურებისა და სხვა ნაწილების ჭრა შეიძლება დასჭირდეს. შედეგად მიღებული მოთრიმლული ტყავი მანეკენზე მაგრდება და იკერება. მიზანი ცხოველის სიცოცხლეში არსებული სახით შენახვაა. ლოს-ანჯელესის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ტაქსიდერმისტ ტიმოთი ბოვარს უთვალავი ცხოველი ჰყავს შენახული, მაგრამ, მისი თქმით, საკუთარ შინაურ ცხოველებს ამას არასოდეს გაუკეთებს.
საპარსი დანა
წინასწარ დამუშავებაში ცხოველის ტყავის გათხელება შედის – ზოგჯერ საპარსი დანით, უფრო ხშირად კი – სპეციალური დანადგარით.
ქლიბები
ქაფპლასტის მანეკენებზე კუნთებისა და სხვა ანატომიური ნაწილების გამოსაძერწად პატარა ქლიბები გამოიყენება.
სალესი რკინა
აუცილებელი აქსესუარი დანის პირებისთვის, რომლებიც მჭრელი უნდა იყოს.
ხელოვნური თვალები
თანამედროვე შუშის თვალები, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება ტაქსიდერმიაში, ნამდვილს ძალიან ჰგავს.
თიხის საძერწი ხელსაწყოები
ზოგიერთი ტაქსიდერმისტი თიხისგან ძერწავს მოდელებს, რომლებსაც ქაფპლასტის მანეკენების დასამზადებლად იყენებენ; მათზე ტყავს აკრავენ.
კარაკინები
ცხოველის ან სკულპტურის ნაწილების საზომი ინსტრუმენტები.
საფხეკელა
ეს ინსტრუმენტი კუნთსა და ქონს აფხეკს კანს.
პინცეტი და ფილიგრანული სამუშაო იარაღები
ფაქიზი სამუშაოები მომცრო იარაღებსა და მყარ ხელებს საჭიროებს.
მაკრატელი
დიდი სახელურები საუკეთესოა რთული ადგილებიდან ხორცის მოსაშორებლად.
ხოველი
წითელთავა თუთიყუში მზადაა დასამაგრებლად.
საღებავის სასხურებელი
გამოიყენება კანის გასაფერადებლად.
თმის სამაგრები
ბუმბულების დასაჭერად, როდესაც ფრინველი შრება.
გასატყავებელი დანები
ბასრი დანის პირები მნიშვნელოვანია. მჭრელი დანები გასატყავებლად, ყურების ამოსაბრუნებლად და ტუჩების გასაყოფად.