„ისინი ამ მდინარეში გაიზარდნენ. საოცრად ლამაზი იყო დაკვირვება, მოძრაობების მეშვეობით როგორ შეიცნობდნენ, თუ ვინ არიან და ვინ გახდებიან“.
ვენესუელის კარიბის ზღვის რეგიონში, რიო-კურიეპეს წყალში მოცეკვავე (მარცხნიდან) ხოსე ანხელ ჩირა მატოსი, იორმარლინ ფერნანდესი და მაირიმ ფრანსისკა ლონგა ასრულებენ აფროვენესუელურ ტრადიციას culo ’e puya. მას იმ დასარტყამი ინსტრუმენტის მიხედვით დაერქვა სახელი, რომელიც, ჩვეულებრივ, აკომპანემენტს უწევს ცეკვის მოძრაობებს.